Vous êtes sur la page 1sur 23

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიში


( 1 - 24 ოქტომბერი )

25 ოქტომბერი, 2018

ამ დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული
მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის
შეხედულებებს.
სარჩევი
I. შესავალი ................................................................................................................................................................ 2
II. ძირითადი მიგნებები ......................................................................................................................................... 2
III. რეკომენდაციები ............................................................................................................................................. 4
IV. სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა და კოორდინირებული თავდასხმები ......... 5
V. სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტები ...................................................................................... 6
VI. ფიზიკური დაპირისპირება და ძალადობრივი ფაქტები ..............................................................10
VII. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.........................................................................................12
VIII. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა ..................................................................................................13
IX. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა .................................................................................14
X. სააგიტაციო მასალის დაზიანება ...............................................................................................................16
XI. აგიტაციის წესების დარღვევა .................................................................................................................18
XII. საკადრო გადაადგილებები .....................................................................................................................20
XIII. საარჩევნო ადმინისტრაცია ......................................................................................................................21
XIV. საეჭვო შემოწირულობები .........................................................................................................................21
XV. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია ...................................................................................22

1
I. შესავალი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28


ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან
ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი
დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“
(NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს,
ძირითადად, 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენებს, რომელთა
განვითარება 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მათ შესახებ
მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

II. ძირითადი მიგნებები

საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შევიდა და შესამჩნევად


პოლარიზებული გახდა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა მთელი საქართველოს მასშტაბით
ამომრჩევლებთან შეხვედრები დაასრულეს. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა
კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის
თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლისა და


იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების
7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში
კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40; და კამპანიის წესების
დარღვევის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, საყურადღებოა საეჭვო შემოწირულობის შემთხვევა და ცალკეულ
მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.

ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კიდევ უფრო


ინტენსიური სახე მიიღო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და მათი დისკრედიტაციის
მცდელობებმა. 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პერსონალურად დაესხა თავს
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორ მიხეილ ბენიძეს და მას „ფაშიზმის
თანამონაწილე“ უწოდა. დაფიქსირდა ხელისუფლების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების
საქმიანობაში ჩარევის და მათთვის დღის წესრიგის განსაზღვრის დაჟინებული მცდელობები.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა წამყვანი არასამთავრობო
ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანია
სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებზე. თავდასხმის ობიექტი გახდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორიც. მას საერთაშორისო კონფერენციაზე ცილი დასწამა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამასთანავე თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა.

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის


სხვადასხვა რეგიონში გახდა ცნობილი, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში
დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“
შეგროვებას. დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთი სიებში,
მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების

2
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს
ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ
კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა ასევე
შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. დაფიქსირდა ზეწოლის და იძულების სხვა
შემთხვევებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის
მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ
დაუდასტურებენ.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 საარჩევნო ოლქში, რასაც ძირითადად სხვადასხვა


პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების სახე ჰქონდა.

საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის


ფაქტები. მსგავსი ქმედებები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კასპში, რუსთავსა და ჩუღურეთში.
ორგანიზაციის დაკვირვებით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის აქტივობებს ხელი შეუშალეს 9
შემთხვევაში, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ღონისძიებებს - 2 შემთხვევაში. „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მხარდამჭერები და აქტივისტები იმ შენობებთან ხვდებიან, სადაც კანდიდატს შეხვედრა აქვს დაგეგმილი
და შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ტრანსპარანტების ფონზე მართავენ აქციას.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდენციის სახე აქვს


სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანებას. 16-17 ოქტომბერს თბილისსა
და სხვა 28 მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის,
გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები და პარტიის ოფისები წითლად გადაღებეს და წააწერეს “KGB”.
არჩევნებამდე 10 დღით ადრე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ სპეციალურად
გამოყოფილი ადგილების გარდა გაკრული სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაავალა. საგულისხმოა,
რომ არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ადგილების ჩამონათვალი, სადაც
სააგიტაციო მასალის განთავსება ნებადართულია ან/და აკრძალულია. ამ მომენტისთვის, გაურკვეველია
დასუფთავების სამსახური მხოლოდ აკრძალული ადგილების ჩამონათვალით ხელმძღვანელობს თუ
ყველა იმ ადგილს ასუფთავებს, სადაც სპეციალური სტენდები არ არის გამოყოფილი.

ამ დროისთვის „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის


გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას 32
განცხადება/საჩივრით მიმართა, მათ შორის 15 საჩივარი წარდგენილია 1 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის
ჩათვლით პერიოდში. რამდენიმე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციამ
გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ეტაპისთვის ორგანიზაციის საჩივრების საფუძველზე ნინოწმინდის და
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილია ორი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი საკომუნიკაციო საშუალებების სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებასთან
დაკავშირებით.

სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის შემთხვევაში, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო


ადმინისტრაციამ ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა არ დააკისრა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეები უტყუარ მტკიცებულებად იღებენ
დამრღვევი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც აგიტაციის წესის დარღვევას ოჯახის წევრებს
აბრალებენ.

საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ


ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით აკრძალულია
საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები. აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ
კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნული გადაწყვეტილების საკუთარი ნებით მიღებასთან დაკავშირებით.

3
III. რეკომენდაციები

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს


• დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელ პირებზე
დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით თავდასხმები და ზეწოლა

პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს


• პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტი
პარტიების/კანდიდატების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და
დასწრებისგან; დაძაბულობისა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა
დაუშვან საკუთარი მხარდამჭერების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტების შეხვედრებისა და
კამპანიური აქტივობებისთვის ხელშეშლა.
• აღკვეთონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარი ფორმები, რომელიც წარმოქმნის ამომრჩევლის
მოსყიდვის რისკებს.
• პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო კამპანიაში არ დაუშვან
კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და დაპირებები.
• მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს არ დააზიანონ კონკურენტების სააგიტაციო მასალები;
• არჩევნების დღეს უბნებზე თავი შეიკავონ კოორდინატორთა მობილიზებისა და ამომრჩევლებზე
ზეწოლისგან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს


• აღკვეთონ საჯარო სამსახურში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისთვის ეწ „მხარდამჭერთა
სიების“ შეგროვების დავალება; არ დაუშვან სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირების
წინასაარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
• დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუშვან მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თუ
ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად;
• არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში;
• უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული
მოხელეებისათვის საარჩევნო პერიოდში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება.

4
IV. სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა და
კოორდინირებული თავდასხმები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს


ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მომდინარე
უპრეცედენტო კოორდინირებული თავდასხმის პირობებში უწევთ საქმიანობა. „სამართლიანი
არჩევნების“ მეორე შუალედურ ანგარიშში ორგანიზაცია მიუთითებდა 1 2018 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ სადამკვირვებლო ორგანიზაციების
დისკრედიტაციის მიზნით თავდასხმებზე, რომელიც თავდაპირველად არჩევნებში ჩართული
ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით
ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ინტენსიური
ვერბალური თავდასხმებით გაგრძელდა. თავდასხმების ძირითადი რიტორიკა არასამთავრობო
ორგანიზაციების პოლიტიკურად ანგაჟირებულობასა და მიკერძოებულობაში დადანაშაულებას ისახავდა
მიზნად.

8 ოქტომბერს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის


პარალელურად, პრეს-კონფერენცია გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი
კობახიძემ, რომელზეც იგი პერსონალურად დაესხა თავს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ
დირექტორს მიხეილ ბენიძეს და მას „ფაშიზმის თანამონაწილე“ უწოდა 2. იმავე დღეს არასამთავრობო
ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით მსგავსი რიტორიკით განცხადებები გააკეთა მმართველი
პარტიის თითქმის ყველა ძირითადმა ლიდერმა. პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის
სხვა ლიდერები საკუთარი განცხადებებით ცდილობდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დღის
წესრიგის განსაზღვრას და მოითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განცხადებებსა და
ანგარიშებში მთავრობისა და მმართველი პარტიის სასურველი პოზიციების დაფიქსირებას.

8 ოქტომბერსვე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების


ლიდერების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანია სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებზე
დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. სხვადასხვა ანონიმურ გვერდებზე, რომლებიც მანამდეც
ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ეწეოდა, გამოჩნდა პოსტები
უხამსი ხასიათის ფოტო და ვიდეო მანიპულაციებით, რომლებიც თითქოსდა არასამთავრობო
ორგანიზაციების ხელმძღვანელების ოპოზიციასთან კავშირებზე სატირულად მიანიშნებდა. შეტევის
ორგანიზებული ხასიათი და კოორდინირებული გზავნილები აჩენს განცდას, რომ დიკსრედიტაციის
მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების უკან სინამდვილეში მმართველ პარტიასთან დაახლოებული
პირები დგანან.

პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან მომდინარე


კოორდინირებული შეტევა არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დელეგიტიმაციისა და
მათი შეფასებების დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს3. მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის
და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო
ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ

1 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში, 8 ოქტომბერი 2018, ISFED,
http://www.isfed.ge/main/1421/geo/
2 ირაკლი კობახიძე "ფაშიზმის თანამონაწილედ" მიიჩნევს არასამთავრობოთა ზოგიერთ წარმომადგენელს, რადიო

თავისუფლება, 8 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2yFb0ez


3 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით, ISFED, 8 ოქტომბერი 2018,

http://www.isfed.ge/main/1422/geo/
5
ვითარებას, ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და
დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისის ნიშნებს ეხებოდა. 4

საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებმა განგრძობითი და რეგულარული სახე


მიიღო. 22 ოქტომბერს კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე
ეკა გიგაური დაადანაშაულა, რომ მან სავარაუდოდ წვლილი შეიტანა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი
აქციის დაშლაში. ამასთან, წულუკიანი არასამთავრობო სექტორში არსებულ „შიდა დაპირისპირებაზე“
საუბრობდა. აღნიშნული განცხადება მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”
წარმომადგენელის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც საქართველოში ღია მმართველობის პროცესი
გააკრიტიკა და მმართველი პარტიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის
მცდელობაზე ისაუბრა. 5 იგივე გზავნილები ისმოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუში 23 ოქტომბერს. მსგავსი შეტევების განგრძობითი ხასიათი
არასამთავორობო ორგანიზაციებმა დემოკრატიისთვის დამაზიანებელ ტენდენციად შეაფასეს 6.

V. სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტები

ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მერიასა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ. მათი დავალებით თანამშრომლებს დაურიგდათ წინასწარ
გამზადებული ცარიელი ბლანკები, რომელშიც 15-20 მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა
შეაგროვონ, კერძოდ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით
და ტელეფონის ნომერი.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა გადამოწმებისას მართლაც ნახა მერიაში


დასაქმებული რამდენიმე ადამიანის მიერ შევსებული 15-20 კაციანი „მხარდამჭერთა სიები“.
დამკვირვებელს ხელთ აქვს კიდეც ერთ-ერთი მერიის თანამშრომლის მიერ შეგროვებული მხარდამჭერთა
სიის ბლანკი, თუმცა დასაქმებული პირები სამსახურის დაკარგვის შიშით ამ თემაზე საჯაროდ ვერ
საუბრობენ. 7

გრძელვადიანი დამკვირვებელი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქობულეთის რამდენიმე ბაღის


თანამშრომელს შეხვდა და მხარდამჭერთა სიების შეგროვებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ბაღებში, სადაც

4 არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია, 13 ორგანიზაციის ერთობლივი


განცხადება, 1 ოქტომბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1422/geo/
5 ვიდეო ნაწყვეტი კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციიდან, სადაც თეა წულუკიანი

სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა:


https://www.facebook.com/TransparencyInternationalGeorgia/videos/191375408422176/
6 სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს,

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, 24 ოქტომბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1425/geo/


7 „სამართლიანი არჩევნები“ დასაქმებული პირების შრომითი უფლებების და პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო

აღნიშნულ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.


6
გრძელვადიანმა დამკვირვებელმა წინასწარ წარუდგინა თავი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენელმა, დირექტორ-მასწავლებლებმა უარყვეს აღნიშნული სიების შეგროვება და არსებობა.

თუმცა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბაღში, სადაც ეგონათ, რომ გრძელვადიანი


დამკვირვებელი „ქართული ოცნების“ შტაბიდან იყო, ბაღის მასწავლებლებმა დაადასტურეს
მხარდამჭერთა სიების შეგროვება და არსებობა. უფრო მეტიც, ღიად ისაუბრეს, რომ ბაღის ყველა
თანამშრომელმა (დამლაგებელმა, ძიძამ, მასწავლებელმა) „შეასრულა დავალება“. მათი თქმით, „ქართული
ოცნების“ სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა 15-20 კაციანი სიები უკვე შეაგროვეს
და მიუტანეს დირექტორს, დირექტორმა კი ისინი გადასცა ქობულეთის საგანმანათლებლო
რესურსცენტრს.

საუბრის ბოლოსკენ, როცა მასწავლებლებმა გაიგეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს


ესაუბრებოდნენ, ძალიან შეწუხდნენ და ინერვიულეს. გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ისინი იმით
დაამშვიდა, რომ მათი სახელი-გვარის გამოაშკარავება და ბაღის დაკონკრეტება არ მოხდებოდა.

სამეგრელო, კახეთი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ანალოგიური შემთხვევები დააფიქსირეს სამეგრელოს და
კახეთის რეგიონებშიც. დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ
ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი,
გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებელთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის


ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი
მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ
მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე
ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ,
რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ. 8

ოზურგეთი
სოფელ მთისპირში მცხოვრები სამი მოქალაქე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან
დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებენ, რომ მერის წარმომადგენლის მოადგილე რომან ვანაძე, ამავე
სოფლის დეპუტატი ადგილობრივ საკრებულოში - ვლადიმერ ჩავლეიშვილი და „ქართული ოცნების“
კოორდინატორები ავალებენ, რომ კენჭისყრის დღეს ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო
ნომერი ოთხკუთხედად შემოხაზონ და ფოტო გადაუღონ.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის რამდენიმე სკოლის პედაგოგმა
მიაწოდა ინფორმაცია, რომ სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის დავალებით პედაგოგებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სალომე
ზურაბიშვილს.

8„სამართლიანი არჩევნების“, საიას და „საერთაშროსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ერთობლივი განცხადება, 11 ოქტომბერი


2018, http://www.isfed.ge/main/1423/geo/
7
მარნეული
მარნეულში ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელმაც „სამართლიან არჩევნებს“ ანონიმურობის დაცვა
სთხოვა, მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქამრან ომაროვი სკოლის დირექტორებს და
მასწავლებლებს ავალებს, რომ იმუშავონ „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის სასარგებლოდ და არჩევნების დღეს მისი მხარდამჭერები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე.
პედაგოგის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

ჩოხატაური
1 ოქტომბერს, გაზეთ „გურია ნიუსში“ დაიბეჭდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში
მცხოვრები პირის, ია ლომინაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ საუბნო საარჩევნო
კომისიაში არ აირჩიეს მერის წარმომადგენლის, ბელა შათირიშვილის ძალისხმევის გამო. იგი ბელა
შათირიშვილს დევნასა და შევიწროებაში ადანაშაულებდა. 5 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების“
გრძელვადიანი დამკვირვებელი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა და პირადად შეხვდა
ია ლომინაშვილს. შეხვედრისას ია ლომინაშვილმა დაადასტურა მერის წარმომადგენლის მიერ მისი
დევნისა და შევიწროების ფაქტი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობის
საკმარისი გამოცდილება აქვს და ოლქის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა
არ აირჩიეს.

ია ლომინაშვილი აცხადებს, რომ ბელა შათირიშვილმა წინასწარ შეადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრთა სია, რომელშიც ჩასმული იყო „ქართული ოცნების“ კოორდინატორის, ტარიელ ჯიბუტის მეუღლე,
თამარ ყაჭეიშვილი.

ლომინაშვილის თქმით, მისი დევნის მიზეზი არის ის, რომ ფლობს ინფორმაციას ბელა შათირიშვილზე
და მის გარემოცვაზე. ლომინაშვილის თქმით, მისი საუბნო საარჩევნო კომისიაში ყოფნის შემთხვევაში, ის
არ დაუშვებდა გაყალბებას და სწორედ ამიტომ მოიშორეს თავიდან.

ლომინაშვილის თქმით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა, ჩოხატაურის


მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას და უამბო შექმნილი ვითარების შესახებ რაზეც მერისგან
პასუხად მიიღო, რომ კომისიები უკვე დაკოპლექტებულია და მას ვერაფრით დაეხმარებოდა. თუმცა,
ლომინაშვილის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბატონმა კუჭავამ მას შესთავაზა საჭირო
დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება,
რაზეც ლომინაშვილმა უარი განაცხადა. ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა, გახლავთ „ქართული
ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელი.

თავად ბელა შათირიშვილი, ია ლომინაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

დმანისი
5 ოქტომბერს, გოგიტა ბარბაქაძემ, რომელიც „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელია დმანისის ოლქში
გახსნა ოფისი. ოფისის მეპატრონემ სამი დღის შემდეგ უარი განაცხადა ოფისის ქირავნობის
გაგრძელებაზე. გოგიტა ბარბაქაძე აცხადებს, რომ ოფისის მეპატრონეზე ზეწოლა საკრებულოს
თავმჯდომარემ, მერაბ ოქროაშვილმა განახორციელა, რის შემდეგაც მეპატრონემ ხელშეკრულების
შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

8
ჩოხატაური
8 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის საოლქო კომისიის #20 საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრი, ლია კუტალაძე, რომელიც კომისიაში დანიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მიერ, 12:30 საათზე იმყოფებოდა სოფელ კოხნარის ცენტრში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა,
ზურაბ ეზიეშვილმა უხამსი სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი


პირადად გაესაუბრა ქალბატონ ლია კუტალაძეს, რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს
დაუდასტურა მომხდარი ფაქტი. ლია კუტალაძის თქმით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
დევნიან, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ლიამ,
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვს დროულ რეაგირებას.

ბაღდათი
2018 წლის აგვისტო-სექტემბერში ქალაქ ბაღდათის საბავშვო ბაღებში ჩატარდა კონკურსი, რომლის
შედეგების გათვალისწინებით რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით კონკურსი ვერ გაიარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მხარდამჭერებმა: მარინა დანელიამ, მაცაცო გუგუნავამ, ცირა კობახიძემ და მადონა მახარაძემ. აღნიშნული
პირები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისინი პოლიტიკური
ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის თაობაზეც სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
აღსანიშნავია, რომ ის 2 პირი, რომლებმაც ასევე ვერ გაიარეს კონკურსი, თუმცა არიან „ქართული ოცნების“
მხარდამჭერები, (კოორდინატორები, აქტივისტები) სამსახურში უკვე აღადგინეს.

ლენტეხი
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მირიან ლიპარტელიანის განმარტებით ლენტეხში
ერთ-ერთ მოქალაქეზე განხორციელდა ზეწოლა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მზევინარ
ლიპარტელიანი მოქალაქე ზ. ლიპარტელიანს სთხოვდა მისთვის გადაეცა პირადობის მოწმობა და ხმა
მიეცა სალომე ზურაბიშვილისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოეხსნებოდა სოციალური
დახმარება.

ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, მიხეილ
კულატამიშვილი, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქის მიმართ, რომელმაც სალომე
ზურაბიშვილის მხარდაჭერის სურვილი არ დაადასტურა, დაიმუქრა, რომ მას სოციალური დახმარება
მოეხსნება „თუ ბევრს იხტუნავებს“.

დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიჩნიგაურიდან შატილის ჩათვლით მიმდებარე სოფლები
მდებარეობენ მაღალმთიანი სტატუსის მქონე რაიონების ზონაში და იქ მოქმედებს მთელი რიგი
სოციალური შეღავათები. მოსახლეობის განმარტებით, მათთან მიდიან „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები და ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებს, მოუხსნიან
მაღალმთიანი რაიონის სტატუსს.

9
VI. ფიზიკური დაპირისპირება და ძალადობრივი ფაქტები

კასპი
16 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრის
პარალელურად აქციას მართავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. 9
ისინი კანდიდატს ტრაფარეტებით დახვდნენ და მოღალატეს უწოდებდნენ, თან აცხადებდნენ, რომ
კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ.

სალომე ზურაბიშვილის თანმხლებმა ერთ-ერთმა პირმა ენმ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის


ხელმძღვანელს ნუგზარ ნონიაშვილს „უზრდელი“ უწოდა რასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური
დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა აქტივისტები
ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდნენ. 10

რუსთავი
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში მოსახლეობასთან
შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

თეატრის შესასვლელთან პარალელურ რეჟიმში აქციას მართავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“


ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ თან ჰქონდათ პლაკატები სალომე
ზურაბიშვილის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ითხოვდნენ შენობაში შესვლას, რათა კითხვები
დაესვათ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. სამართალდამცველებმა და „ქართული ოცნების“
წარმომადგენლებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში არ
შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. 11

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს


შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთი
ორგანიზატორის, თაკო მეტრეველის თქმით, ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ძალის
გამოყენებით გაიყვანა და მას ზურგში დაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ჩუღურეთი
9 ოქტომბერს, 20:00 საათზე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს დაუკავშირდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდუბის შტაბის უფროსი ვახტანგ პეტრიაშვილი და შეატყობინა,
რომ წინა დღით, 8 ოქტომბერს მათ მიერ გამარულ შეხვედრაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ,
მათი პარტიის წევრი თამარ ზერეკიძე მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორს, მარიამ კაპანაძეს პოლიტიკურად
მოტივირებულ ძალადობაში ადანაშაულებს.

9 http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/9528-kaspshisalomezurabishvilissaarchevnoshekhvedrazeenmstsevrebimividnen
10 იხ: „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომასალა:
http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/9535-piriromelmackaspshimushtipirvelmagaiqnia
11 იხილეთ ადგილობრივი მედიაში გაშუქებული ინფორმაცია: https://www.facebook.com/TV4.ge/videos/324778184998604/

10
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, 8 ოქტომბერს, 18 საათზე დიდუბის
რაიონში, წერეთლის გამზირზე „პალერმოს“ ბაღში ზაალ უდუმაშვილმა და პარტიის მხარდამჭერებმა
გამართეს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა. შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა ოთხი ქალი,
რომლებიც პარტიის წარმომადგენლებთან პოლემიკაში შედიოდნენ და მათ ქმედებებში იკვეთებოდა
პროვოკაციის ნიშნები.

პარტიის წევრის, თამთა დანელიას თქმით, მან ამოიცნო ერთ-ერთი ქალბატონი, მარიამ კაპანაძე,
რომელიც წარსულში მათი თანაგუნდელი იყო. კაპანაძე ამჟამად არის „ქართული ოცნების“ წევრი, ე.წ.
„ზონის უფროსი“ და #15-ე ბაგა ბაღის დირექტორი.

ენმ-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც გამოაშკარავდა ქალბატონების ვინაობა.
პარტიის წევრების თხოვნის მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შეხვედრის ადგილი არ
დატოვეს. ზაალ უდუმაშვილის თანაშემწემ, თამარ ზერეკიძემ დაიწყო ვიდეო გადაღება და კაპანაძეს
დაუსვა კითხვა იყო თუ არა ის ბაღის დირექტორი და იმყოფებოდა თუ არა მათ შეხვედრაზე „ქართული
ოცნების“ დავალებით, რა დროსაც კაპანაძე უფრო აგრესიული გახდა და დაიწყო ყვირილი, სახეზე აიფარა
ხელჩანთა და სწრაფი ნაბიჯით დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის დატოვება. ამ პროცესში მან თამარ
ზერეკიძისთვის ვიდეოს გადაღების ხელის შეშლის მიზნით მოიქნია ჩანთა და სახეში მოარტყა, შემდეგ
სცადა მობილური ტელეფონის წართმევაც. 12

პარტიამ საჩივარი შეიტანა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ხობი
11 ოქტომბერს, ხობის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ია ჯიშკარიანი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახალ ხიბულაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი
ბერაია მოსახლეობას მოუწოდებს, ენმ-ის რომელიმე აქტივისტის თუ მომხრის დანახვისას „თავში
ჩაარტყან“ და არ მისცენ გააქტიურების შესაძლებლობა. ჯიშკარიანის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე
მისულ თენგიზ ჯიშკარიანს, რომელმაც იკითხა რომელი იყო დეპუტატი მათ შორის, სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატის თანმხლებმა პირებმა - ჯანო ლაშხიამ და მევლუდ ჯიშკარიანმა.
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, დეპუტატმა შეხვედრის ტერიტორია დატოვა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გზავნილები ირაკლი ბერაიამ სოფელ ჭალადიდში მოსახლეობასთან


შეხვედრაზეც გააჟღერა, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად
იმყოფებოდა. დამკირვებლის კითხვაზე, რას გულისხმობს იგი ამ მოწოდებაში, ბერაიამ განაცხადა: „მე
არავის მოუწოდებ ძალადობისკენ. ეს არ არის ძალადობა კონკრეტულ ადამიანზე. პარტია, რომელიც 2012
წელს გაისტუმრა ხალხმა ნაგავსაყრელზე მათ არ მივცეთ დღეს უფლება თავის წამოწევის. როგორც კი
ნაგავსაყრელიდან წამოიწევიან ჩავარტყათ და უკანვე მივაბრუნოთ. მე ამას არ ვთვლი ძალადობად, ამ
განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარეც, ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ.“
დეპუტატის განცხადებით, ახალ ხიბულაში თენგიზ ჯიშკარიანი პროვოკაციის მიზნით მივიდა
შეხვედრაზე და ცინიკურად უსვამდა დამსწრე პირებს შეკითხვებს, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებას
ადგილი არ ჰქონია.

12
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია:
https://www.facebook.com/zere.zerekidze/posts/2174285192596087
11
ლანჩხუთი
13 ოქტომბერს სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, #61 საოლქო საარჩევნო
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ
ნანა ვასაძემ „კლუბი თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
რაიონული ორგანიზაციის წევრს გივი ცინცაძეს, რომელიც სხდომის მიმდინარეობას იღებდა, ტელეფონი
ხელიდან გამოსტაცა და იქვე, ნაგვის ყუთში ჩაუგდო, რასაც ცინცაძის მხრიდან საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ
ნანა ვასაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს მხოლოდ იმის გამო, რომ უბანზე სამუშაო
საათებში არ იმყოფებოდა, რისთვისაც შენიშვნაც მიიღო, მაგრამ ცინცაძის საქციელმა, კერძოდ, მის მიმართ
წარმოთქმულმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია მისი გაღიზიანება და ზემოთ თქმული ქმედებაც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და #61 საოლქო საარჩევნო კომისიაში მოკვლევა
მიმდინარეობს.

VII. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

აბაშა

11 ოქტომბერს, დაახლოებით 12 სთ-ზე აბაშის „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის შენობიდან


საოფისე ინვენტარები გაიტანეს გამგეობის ბალანსზე რიცხული ნისანის მარკის პიკაპის ავტომობილით
სახელმწიფო ნომრით - CJC - 949. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აბაშის მერიიდან გამოთხოვილი
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ავტომობილი NISSAN NAVARA, სახელმწიფო ნომრით CJC – 949
ირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე.

ნინოწმინდა
2 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, რომელიც
პირადი პროფილის ფორმით ოპერირებს, გამოქვეყნდა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის
ამსახველი ინფორმაცია, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. „სამართლიანმა
არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. ნინოწმინდის საოლქო კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა.

მარნეული
• მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, რუსლან გაჯიევი მაჟორიტარი
დეპუტატის ოფისს მარნეულში იყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. მის
ოფისში სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის მიზნით ტარდება შეხვედრები ახალგაზრდებთან და სხვა
მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ოფისის თანამშრომლები რუსლან გაჯიევთან ერთან დადიან
მარნეულის სოფლებში და მონაწილეობენ სააგიტაციო შეხვედრებში. რუსლან გაჯიევის ბიუროში
მუშაობს 6 ადამიანი.

• მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორმა, ხაზეინ მამედოვმა


სკოლის კედლებზე განათავსა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები.

12
VIII. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

კასპი
ქალაქ კასპში მცხოვრები რუსუდან სუხაშვილის ინფორმაციით, მისთვის უცნობი პირები, ოპელის მარკის
ტაქსით სანომრე ნიშნით 595, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებს პროდუქტს ურიგებენ.

სუხაშვილის თქმით, მის მეზობლად, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახში სხვადასხვა სახის
ბურღულეული, ცხიმი (ზეთი, კარაქი), შესქელებული რძე და 6 კილოგრამიანი კარტოფილის ტომარა
მიიტანეს. სუხაშვილის თქმით, პროდუქტის დამრიგებლებმა განუცხადეს, რომ უფასო სასადილოში
მოსიარულე პირებს დამატებით პროდუქტს აწვდიან.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა აღნიშნული ფაქტი გადაამოწმა დახმარების


მიმღებ ერთ-ერთ პირთან, მზია ზოზრაშვილთან, რომელმაც დამკვირვებელს მიღებული პროდუქტი
აჩვენა, თუმცა აცხადებს, რომ საჩუქარი ეკლესიიდან მიიღო.

კასპში მოქმედი თეოდორე ტირონისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიების საეკლესიო


მსახურები აცხადებენ, რომ მათვის არ არის ცნობილი პროდუქტის ეკლესიის სახელით დარიგების
შესახებ.

ქუთაისი
12 ოქტომბერს, ქუთაისში, საღორიის ტყეში, „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა
კახა კუკავამ პარტიის ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გოგი წულაიასთან და სხვა
მხარდამჭერებთან ერთად მოაწყო აქცია-პერფორმანსი. მათი თქმით, საქართველოში გლეხებისთვის
ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს შეშით სარგებლობის უფლების მიღება, ხოლო უცხოელები ძალიან
ხშირად საწარმოო მიზნებისთვის უამრავ ხეს იყენებენ. ამის საწინააღმდეგოდ, მათ უკვე წაქცეული ხეები
დაჭრეს, საშეშედ გაამზადეს და ქუთაისში ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს. 13

ზუგდიდი
ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს კვების პროდუქტებს დაურიგებენ. ამისთვის ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტენდერი შაქრის, მაკარონის,
ხორბლის ფქვილის, მზესუმზირის ზეთის, კარტოფილის და ხახვის შესყიდვაზე 12 ოქტომბერს
გამოაცხადა და ჯამში 39,441 ლარი გამოყო. დახმარებას სულ 413 მოქალაქე მიიღებს. თითო ოჯახს 10 კგ.
შაქარს, 5 კგ. მაკარონს, 25 კგ. ფქვილს, 5 ლიტრ ზეთს და 10-10 კგ.კარტოფილს და ხახვს გადასცემენ.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს რამდენიმე მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია,
რომლის მიხედვითაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები და სოფლის
დეპუტატები სხვადასხვა სოფლებში მოუწოდებენ მოსახლეობას, დაწერონ განცხადება და მიმართონ
მერიას ერთჯერადი დახმარების მიღების თაობაზე.

13 კახა კუკავას და გოგი წულაიას მიერ საშეშე მასალის სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის გადაცემა: https://bit.ly/2CYYKt8
13
IX. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

ფოთი
19 ოქტომბერს, 16 საათზე, ფოთის საკალათბურთო დარბაზში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას
ხვდებოდა. შეხვედრის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს შეძახილებით: „არა მოღალატეს“ „გამყიდველო“ „დაგვეთხოვე“.
აქციის წევრები ცდილობდნენ შესულიყვნენ დარბაზის ეზოში, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ პოლიციამ
არ მისცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად ძიძიგური,
ქალაქის მერი, გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, საკრებულოს თავმჯდომარე
ირაკლი კაკულია, „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის წევრები და აქტივისტები.

ხაშური
12 ოქტომბერს, 12:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ხაშურში ამომრჩევლებს ხვდებოდა. შეხვედრის
დაწყებამდე ხმაური იყო მუსიკალურ სკოლასთან სადაც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატთან მიახლოებასა და კითხვის
დასმას შეეცადა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
მოგვიანებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა კითხა მეხრიშვილს თუ რის კითხვას
აპირებდა, როგორც მეხრიშვილმა განაცხადა მას კითხვა ომის დაწყებასთან დაკავშირებით უნდა დაესვა
თუმცა ამის საშუალება მას არ მიეცა.

გლდანი
10 ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა გლდანის
მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდა 200-მდე ადამიანი. შეხვედრაზე მყოფ ორ ქალბატონს
შელაპარაკება მოუვიდათ სამ ახალგაზრდა მამაკაცთან, რომლებიც სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ
ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ახალგაზრდებმა ტერიტორია მალე საკუთარი ინიციატივით დატოვეს.

ასპინძა
2 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი,
სალომე ზურაბიშვილი ასპინძის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა კულტურის
სახლში მიმდინარეობდა და შიდა სივრცეში ინცინდენტის გარეშე ჩაიარა. თუმცა შეხვედრის დაწყებამდე,
სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი ელოდა ასპინძის
კულტურის სახლის წინ და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. 14

ახალციხე
3 ოქტომბერს, 12 სთ-ზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი
ახალციხის თეატრის შენობაში ამომრჩეველს შეხვდა. მესხეთის თეატრთან მას ნაციონალური მოძრაობის
ერთ–ერთი ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე დაუპირისპირდა. მისი თქმით, ახალციხე არჩილ
ტატუნაშვილის დედულეთია, ამიტომ ამ ქალაქში მის გვერდით დგომა სირცხვილია.

14 იხილეთ აქტივისტების მიერ ხელის შეშლის შესახებ ინფორმაცია: http://sknews.ge/index.php?newsid=19504


14
ახალქალაქი
2 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს შეხვდა „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრა
გაიმართა ახალქალაქის კულტურის სახლში.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია


გამართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა. აქტივისტები ზურაბიშვილს
მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს. განსაკუთრებით აქტიურობდა გაერთიანებული ოპოზიციის
აქტივისტი მარინა გეგიძე. როდესაც მას ჰკითხეს რომელი პარტიის აქტივისტი იყო, უპასუხა, რომ ის იყო
„საქართველოს უბრალო მოქალაქე“.

გურჯაანი
4 ოქტომბერს, 16 საათზე, გურჯაანის კულტურის სახლში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა
გამართა. სალომე ზურაბიშვილს კულტურის სახლთან დახვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
აქტივისტები და უწოდებდნენ „მოღალატეს“. ასევე, კანდიდატს დახვდა „სამართალდამცველთა
რეფორმატორების ცენტრის“ ჟურნალისტი ნინია ცისკარაშვილი, რომელსაც სურდა კანდიდატისთვის
ჩარჩოში ჩასმული სუფთა სახატავი ტილო გადაეცა და ეკითხა, თუ რა უქნა სალომე ზურაბიშვილმა
საქართველოს რუკას, მაგრამ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მას ზურაბიშვილთან მიახლოების
საშუალება არ მისცეს.

კასპი
16 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე
ზურაბიშვილის შეხვედრას კასპში მმართველი პარტიის აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდა
მამაკაცმა სალომე ზურაბიშვილის მისასალმებელი სიტყვის დაწყებამდე, ტაშით ყურადღება მიქცია,
შემდეგ კი მას მატყუარა და ქვეყნის მოღალატე უწოდა. კანდიდატის მხარდამჭერებმა ახალგაზრდა
მამაკაცი დარბაზიდან მალევე გაიყვანეს.

როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისათვის თბილისიდან კასპში


სპეციალურად ჩავიდა. იგი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს წარუდგა, როგორც
კახაბერ გოგესკირი და განუცხადა, რომ კასპის მუნიციპალიტეტთან აქამდე შეხება არ ჰქონია.

ადიგენი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლალი ბოჩიკაშვილი „სამართლიანი არჩევნების“
გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს, სოფელ აბასთუმანში
ამომრჩეველთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ხელი შეუშალეს, სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ავტომობილი დაუზიანეს. 15

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რაც სხვისი
ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

15 იხილეთ სამხრეთის კარიბჭის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტის შესახებ: http://sknews.ge/index.php?newsid=19753


15
X. სააგიტაციო მასალის დაზიანება

16 ოქტომბერს, ღამის საათებში თბილის მასშტაბით და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 16


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალას
ერთიანი ხელწერით წითელი საღებავები შეასხეს და დააწერეს “KGB” 17.

მოგვიანებით, სოციალურ მედიაში გამოჩნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც


ჩანს რამდენიმე პირის მიერ სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტი. აღნიშნულს გამოეხმაურა მოქალაქე
შალვა კუჭაშვილი, რომელიც თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს და განაცხადა, რომ მან შეღება
ვაშაძის პლაკატები და ამის გაგრძელებას აპირებს. 18

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 13
სოფელში განახორციელა სააგიტაციო მასალის გასაკრავად გამოყოფილი ადგილების მონიტორინგი.
გადამოწმებულ 13 სოფელში სალომე ზურაბიშვილის პლაკატები დაუზიანებელია, ხოლო ექვს სოფელში
გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალები იყო დაზიანებული. ასევე გადამოწმებული სოფლებიდან ორში
დაზიანებული იყო დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალებიც. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან
დამკვირვებელს, ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სოფელ იანეულში გრიგოლ ვაშაძის
და დავით ბაქრაძის პლაკატები „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა დააზიანა.

ლაგოდეხი
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გიორგი ენუქიძე სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ
ე.წ. უღელტეხილის ტერიტორიაზე მათი პარტიის კანდიდატის ბანერები დააზიანეს. ენუქიძე აღნიშნულ
საკითხში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს მათი ჩვეული ხელწერაა. პოსტს
გამოეხმაურა ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი და კორექტულობისკენ მოუწოდა ბრალის დამდებს,
ინციდენტი ამით ამოიწურა. ენუქიძე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან
საუბარში ამბობს, რომ ანალოგიური ფაქტი ხშირად ხდება და ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის მიერ
არის ინსპირირებული და შესრულებული. მიუხედავად ამისა, ისინი არ აპირებენ საარჩევნო
ადმინისტრაციას მიმართონ.

გურჯაანი
4 ოქტომბერს, ცნობილი გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში საავტომობილო
მაგისტრალის გასწვრივ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის
სააგიტაციო მასალის დაზიანების შესახებ. ამ ინციდენტს თვითმხილველი არ ყავს და შესაბამისად
დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული.

16 „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნული ფაქტი დააფიქსირა თბილის ყველა ოლქში და 28 მუნიციპალიტეტში: ადიგენი, ასპინძა,

ახალქალაქი, ახალციხე, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, დმანისი, ზუგდიდი, კასპი, ლანჩხუთი, მარნეული, მარტვილი,
ოზურგეთი, საჩხერე, სენაკი, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქედა, ქობულეთი, ქუთაისი, ცაგერი, წალენჯიხა, წყალტუბო, ხარაგაული,
ხაშური, ხობი.
17 KGB - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის აბრევიატურა
18 იხილეთ სტატია კუჭაშვილის განცხადების თაობაზე: http://www.for.ge/view.php?for_id=56539&bloger_id=22&cat=12

16
მარნეული
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის ფილიალის თავმჯდომარის აჰმედ იმამკულიევისა და „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისის თავმჯდომარის აგილ მუსტაფაევის თქმით, ქალაქის
სხვადასხვა ადგილებში განთავსებული სააგიტაციო პლაკატები ჩამოხეულია.

ქედა
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩამოხეულია ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების
- დავით ბაქრაძის და გრიგოლ ვაშაძის პლაკატები. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან
საუბრისას, დავით ბაქრაძის და გრიგოლ ვაშაძის ქედის ადგილობრივი საარჩევნო შტაბების
წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ პლაკატების დაზიანება ძირითადად ხდება ღამის საათებში და
მათვის უცნობია ვინ ახდენს აღნიშნულ ქმედებას.

ხულო
სოფელ ზემო ვაშლოვანში ენმ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის, ხოლო დაბა ხულოში
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა ნაწილობრივ ჩამოხეულია
და ზედ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე
ზურაბიშვილის პლაკატია გადაკრული. აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ირაკლი ჯორბენაძე ეჭვობს, რომ მასალა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიერ
არის დაზიანებული, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას ვერ ასახელებს. ვაშაძის სააგიტაციო მასალები
დაზიანებულია ასევე დაბა ხულოშიც.

მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოხეულია სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის
სააგიტაციო პლაკატები.

გლდანი
მუხიანში ნონეშვილის გამზირთან, კერძო მშენებლობის ღობეზე განთავსებული დავით ბაქრაძის
პლაკატები წითელი საღებავით არის დაზიანებული. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ
ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების
ნამოქმედარია, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვთ.

ახალციხე
ბეჭვდითი სააგიტაციო მასალისთვის განკუთვნილ სტენდებზე სალომე ზურაბიშვილის და დავით
ბაქრაძის პლაკატების დაზიანებულია.

ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სალომე ზურაბიშვილის პლაკატები მასიურად არის
დაზიანებული. ისინი გადაღებილია და სხვადასხვა წარწერა აქვს გაკეთებული.

ახმეტა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები დაზიანებული და
განადგურებულია.

17
XI. აგიტაციის წესების დარღვევა

დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბადრი სუბარმა სამუშაო საათებში, ფეისბუქის პირად
გვერდზე გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის
წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მარნეული
10 ოქტომბერს, მარნეულის კულტურის სახლში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა
ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე.

ქარელი
12 ოქტომბერს, ქარელში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები - მერის
წარმომადგენელი ახალსოფელში ინგა წოწოლაშვილი და მერის წარმომადგენელი ბრეძა-ატოცის თეში
მარიამ გულისაშვილი.

ფოთი
• ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული
ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ჯგერენაიამ, სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“
პირად გვერდზე გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტი.

• 19 ოქტომბერს, 16 საათზე, ფოთში კალათბურთის დარბაზში გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის


სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან, რომელსაც ესწრებოდა არაუფლებამოსილი
პირი - მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი ჯონი გურგენაძე.

ოზურგეთი
• ოზურგეთის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თეა კვირკველიამ 18
ოქტომბერს, სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ორჯერ გააზიარა პრეზიდენტობის
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ფოტო მასალა - ჯერ სოციალური კვლევის
შედეგების ფოტო, ხოლო შემდეგ კანდიდატის ფოტო საარჩევნო ნომრით და სლოგანით.

• ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, მზია წერეთელმა „ფეისბუქის“ პირად
გვერდზე გამოაქვეყნა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის,
გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი.

• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის


საინვესტიციო განყოფილების უფროსმა ხათუნა სურგულაძემ სამუშაო საათებში სოციალური
ქსელით გააზიარა პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის
ორგანიზაციის შეხვედრის ამსახველი ფოტო.

• ოზურგეთის ოლქის #5 საუბნო კომისიის წევრს ბესიკ კალანდაძეს პირად „ფეისბუქის“ გვერდზე
გაზიარებული აქვს სოციალური კვლევის ფოტო კანდიდატების ფოტოებით, ბოლოში მინაწერით -
#სალომეპრეზიდენტად. ბესიკი კალანდაძე ოლქის მიერ არჩეული წევრია საუბნო კომისიაში.

18
• ოზურგეთის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ, 22
ოქტომბერს, სამუშაო დროს, სოციალურ ქსელში გააზიარა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ორი ფოტო. ერთ მათგანზე კანდიდატის საარჩევნო პლაკატია
ნომრითა და სლოგანით, ხოლო მეორე შემთხვევაში - გაზიარებულია „ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის წინასაარჩევნო შეხვედრების ფოტო
ალბომი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით თამარ დუმბაძე, 22 ოქტომბერს შვებულებაში არ
იმყოფებოდა.

ნაძალადევი
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების
უფროსმა მაია ბადაშვილმა სამუშაო საათებში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა „ქართული
ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო
შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ახალქალაქი
ახალქალაქის მერის მოადგილემ, არმენ მარანგოზიანმა, სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ლაშა ქურდიანმა, სამუშაო
საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევო შეხვედრასთან დაკავშირებული
ინფორმაცია.

ნინოწმინდა
2018 წლის 2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან გამართულ
წინასაარჩევნო შეხვედრაზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განცხადება
გააკეთა: “აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა
პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა
თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. 19
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით დაირღვა
საარჩევნო კანონით დადგენილ მოთხოვნები, ვინაიდან მოწოდება შეიცავდა ეროვნული შუღლის
გაღვივების საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპებს, ასევე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მულის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას,
საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ,
გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და
ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით
შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული
შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

19 იხ. ინფორმაცია: http://netgazeti.ge/news/308517/


19
XII. საკადრო გადაადგილებები

ფოთი
10 ოქტომბერს მერის მოადგილე, ირაკლი თოფურია საკუთარი განცხადების საფუძველზე
თანამდებობიდან გადადგა. 11 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა
ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა მერიის ადმინისტრაციას, სადაც დაადასტურეს გადადგომის
ფაქტი და პირადი განცხადება როგორც გადადგომის საფუძველი. კოორდინატორი შეეცადა
დაკავშირებოდა მერის ყოფილ მოადგილეს ირაკლი თოფურიას თუმცა მასთან დაკავშირება ვერ
მოხერხდა. მისი გადადგომის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

ხულო
17 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ხულოს მერის, გოჩა მელაძის თანამდებობიდან გადადგომის
შესახებ, რაც თავდაპირველად არ დადასტურდა.

გოჩა მელაძეს 11 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაფორმებული ჰქონდა შვებულება, რომელიც 18


ოქტომბერს შეწყვიტა. სამსახურში დაბრუნებულმა მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთადერთი
მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და მოადგილედ დანიშნა ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ
ბერიძე, რომელმაც პოლიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე 1 დღით ადრე - 17 ოქტომბერს დატოვა.
მელაძემ საკადრო ცვლილებების განხორციელებისთანავე თავადაც დაწერა განცხადება გადადგომის
შესახებ და მერის პოსტი ოფიციალურად დატოვა. შედეგად, მერის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ
ბერიძეს დარჩა.

გოჩა მელაძემ ასევე დატოვა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც
პრაქტიკულად პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს წარმოადგენს.

მერის გადადგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება: გოჩა მელაძის მერის


პოზიციიდან გადადგომაზე საუბარი აგვისტოს თვეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე
რიჟვაძის დანიშვნისთანავე დაიწყო. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, გოჩა მელაძე გიორგი
კვირიკაშვილის კადრი იყო. ვრცელდება ასევე ინფორმაცია შიდა პოლიტიკურ განხეთქილებასა და მერის
თანამშრომლებთან ცუდი დამოკიდებულების შესახებაც.

კულუარული ინფორმაციით, საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში იმიტომ განხორციელდა,


რომ მუნიციპალიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, ღორჯომის თემში, რომელიც ყველაზე დიდი თემია
მუნიციპალიტეტში და 16 სოფელს აერთიანებს, მმართველ პარტიას ვერ ექნებოდა არჩევნებზე
მხარდაჭერა, რადგან მერიაში ამ თემიდან წამყვან თანამდებობაზე არცერთი კადრი არ მუშაობდა. მერის
გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ვრცელდება ასევე სხვა ვერსიებიც, მათ შორის ის, რომ მერის
გადადგომა გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თვითმმართველობაში არსებული
პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით.

19 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხულოელებს მერის მოვალეობის


შემსრულებელად ვახტანგ ბერიძე წარუდგინა, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტიის შტაბის
ხელმძღვანელად საქართველოს პარლამენტის წევრი ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი
ანზორ ბოლქვაძე დაასახელა.

20
XIII. საარჩევნო ადმინისტრაცია

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და


კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას 32 განცხადება/საჩივრით
მიმართა, მათ შორის 15 საჩივარი წარდგენილია 1 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
რამდენიმე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ
ეტაპისთვის ორგანიზაციის საჩივრების საფუძველზე ნინოწმინდის და ტყიბულის საოლქო საარჩევნო
კომისიების მიერ შედგენილია ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საკომუნიკაციო
საშუალებების სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის შემთხვევაში, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო


ადმინისტრაციამ ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა არ დააკისრა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეები უტყუარ მტკიცებულებად იღებენ
დამრღვევი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც აგიტაციის წესის დარღვევას ოჯახის წევრებს
აბრალებენ.

კრწანისი
კრწანისის #4 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები
27 სექტემბერს გაიმართა. ამ სხდომებზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს
ირჩევდენ, გამოიკვეთა გარემოება, რაც კავშირშია 2018 წლის 27 აგვისტოს მედიით გავრცელებულ
სატელეფონო ჩანაწერებთან სადაც სხვადასხვა პირები წინასწარ ასახელებდნენ საუბნო საარჩევნო
კომისიაში ვინ რა პოზიციას დაიკავებდა.

27 სექტემბერს გამართული პირველი სხდომების შედეგად საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ


პირებად არჩეულ იქნენ სწორედ ის პირები ვინც ზემოთხსენებულ ჩანაწერში ერთი თვით ადრე
საუბრობდა იმ თანამდებობებზე რომლებსაც დაიკავებდნენ კონკრეტულ საუბნო საარჩევნო კომისიებში.
ესენია #4 და #16 საარჩევნო უბნები.

#4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო ლიპარტია, ხოლო მის მოადგილედ
გულნარა ჯაიანი. თანამდებობების სწორედ ასეთ გადანაწილებაზე საუბრობდა გულნარა ჯაიანი ზემოთ
ხსენებულ ჩანაწერში. რაც შეეხება #16 საუბნო საარჩევნო კომისიას, თავმჯდომარის მოადგილედ აირჩა
შორენა ძიძიგური, რაც ასევე წინასწარ იყო მისთვის ცნობილი, ვინაიდან ის ზემოთხსენებული 27
აგვისტოს ჩანაწერის მიხედვით, ადასტურებს რომ იქნება #16 საუბნო საარჩევნო კომისიაში
თავმჯდომარის მოადგილე.

XIV. საეჭვო შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ


12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოწირულობების შესახებ.

აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში,


„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ათეულობით ათასი ლარი
სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტმა, ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა და
ხელმძღვანელობამ შესწირა.

21
8 ოქტომბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაჩავას კლინიკის ექიმების ნაწილის
ანგარიშები გადარიცხვისთვის გამოიყენეს და მათ შემოწირულობები საკუთარი ნებით არ
განუხორციელებიათ. 20

სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთმა შემომწირველმა, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის


ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ამბობდა,
რომ ის სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას არ აპირებს, რა შემთხვევაშიც გაუგებარია, თუ რატომ
გაიღო მან 20,000 ლარის ოდენობის შემოწირულობა კანდიდატისთვის, რომელსაც არჩევნებზე მხარს არ
დაუჭერს.

საგულისხმოა, რომ კინტრაიას პირად „ფეისბუქ“ პროფილზე გამოქვეყნებული სტატუსი რამდენიმე


საათში წაიშალა.

ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის


პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა შემოწირულობების კანონიერების შესწავლის
მიზნით სასამართლოს მიმართა შემომწირველ პირთა შემოსავლების და საბანკო გადარიცხვების შესახებ

XV. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო


გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის
მეშვეობით ახორციელებს.

წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების ძირითადი მიმართულებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:


● საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა;
● საარჩევნო სუბიექტების საჯარო შეხვედრები და პოლიტიკური საქმიანობა;
● ზეწოლა/მუქარის ან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევები;
● ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები;
● ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები;
● ამომრჩეველთა სიების ფორმირება და სხვ.

მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული


დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან,
მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მიღებული
ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება უშუალო
თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან.

„სამართლიანი არჩევნები“ პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო


პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და დაფიქსირებული ტენდენციების შესახებ განცხადებებისა და
ანგარიშების მეშვეობით.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას ახორციელებს შეერთებული შტატების


საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“
(NED) მხარდაჭერით.

20 რუსთავი ორის სიუჟეტი ჩაჩავას კლინიკის ექიმების შემოწირულობასთან დაკავშირებით: http://rustavi2.ge/ka/news/115609


22

Vous aimerez peut-être aussi