Vous êtes sur la page 1sur 37

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა


თანასწორობის უზრუნველსაყოფად

2018
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
თანასწორობის უზრუნველსაყოფად

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“


ანგარიში
(ივნისი 2017- ივლისი 2018)
ავტორები:

ანა სალდაძე
თამარი რობაქიძე

რედაქტორი:
ნინო ბექიშვილი

თარგმანი:
თამუნა ნადირაძე

ანგარიშზე პასუხისმგებელი:
ანა არგანაშვილი

წინამდებარე ანგარიში გამოცემულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფი­


ნანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ კვლევაში გამოთქმული მო­საზ­
რება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი
არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სარჩევი

შესავალი.............................................................................................................................5

დისკრიმინაციის საქმეების ზოგადი მიმოხილვა...........................................................7

●● სტატისტიკური მონაცემები...................................................................................7

●● დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირები...............................................10

ქვეყანაში არსებული დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები...................................12

●● სახალხო დამცველი..............................................................................................12

●● სასამართლო.........................................................................................................14

●● მტკიცების ტვირთი.................................................................................................15

პირდაპირი დისკრიმინაცია..............................................................................................16

●● PHR ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ: სოციალური


პროგრამით სარგებლობის უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა..........16

●● PHR იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ ლევან სამხარაულის


სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
წინააღმდეგ: მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში დისკრიმინაციული
მოპყრობის არსებობა...........................................................................................18

●● PHR განათლების სამინისტროს წინააღმდეგ: საარჩევნო მიზნებისთვის


რესურს-ოთახების გამოყენების დისკრიმინაციული პრაქტიკა......................20

●● ნ.კ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წინააღმდეგ: სკოლამდელი


აღზრდის და განათლების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა.............22

●● დ.ხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ: სამართალდამცავთა


მხრიდან დისკრიმინაციული და არასათანადო მოპყრობა............................23

ირიბი დისკრიმინაცია........................................................................................................24

●● მ.მ. და ე.გ. იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ:


მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დისკრიმინაციული
შეზღუდვა................................................................................................................24

●● დ.კ. ნოტარიუსის წინააღმდეგ: სანოტარო მომსახურების მიღების


უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა............................................................26

3
●● ს.ქ. საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობის და
სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ:
რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით სარგებლობის
უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა............................................................28

მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია....................................................................................28

●● PHR ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა,


დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდის წინააღმდეგ: მომსახურების მიწოდების პროცესში
დისკრიმინაციული მოპყრობა.............................................................................29

გონივრულ მისადაგებაზე უარი, როგორც დისკრიმინაციის ფორმა.........................30

●● ნ.მ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ:


განათლების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა.....................................31

დასკვნა.................................................................................................................................33

რეკომენდაციები.................................................................................................................35

4
შესავალი

PHR მეორე წელია აქტიურად მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის


აღსრულების ხელშეწყობის მიმართულებით. გასულ წელს ორგანიზაციამ შეიმუ­
შავა პირველი ანგარიში1 დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით, რომელმაც დი­დი
გამოხმაურება ჰპოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში. ანგა­
რიშის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დისკრიმინაციის მიმარ­
თულებით PHR-ის საქმიანობისა და წარმატებული საქმეების გაცნობის შედეგად,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები გახდნენ
მეტად ინფორმირებულნი არსებული პრობლემების და მექანიზმების შესახებ. მათ
გაუჩნდათ რწმენა, რომ სამართლებრივი ბრძოლის დაწყების შედეგად, შესაძლე­
ბელია დარღვეული უფლების აღდგენა.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში


ორგანიზაციის იურისტების მიერ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვის
ეტაპზევე შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტები, რამაც, შეიძლება ითქვას, შემ­
დგომში გზა გაუხსნა დისკრიმინაციული დავების პრაქტიკის პოზიტიური კუთხით
განვითარებას. PHR-ის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის - „კოა­
ლიცია თანასწორობისთვის“ წევრ ორგანიზაციებს, რომლებთან დიალოგისა და
აზრების ურთიერთგაცვლის შემდეგ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ დისკრი­
მინაციასთან ბრძოლაში.

ორგანიზაციისადმი მომართვიანობის სიმრავლისა და საანგარიშო პერიოდში


შექმნილი მნიშვნელოვანი პრეცედენტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, არ
დავკარგოთ ის მუხტი, რაც პირველი ანგარიშის შემუშავებას მოჰყვა და საზოგა­
დოებას კვლავ მივაწოდოთ ინფორმაცია ცალკეულ წარმატებულ საქმეებთან დაკავ­
შირებით, ასევე გამოვყოთ ის მიმართულებები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი და რეკომენ­
დაციების გაცემის გზით ხელი შევუწყოთ დისკრიმინაციული პოლიტიკის პრევენციას.

მიუხედავად იმისა, რომ PHR აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის


მქონე პირთა დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხზე, ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის შეზღუდული შესაძლებ­ლო­ბის
ნიშ­ნით დისკ­რიმინაცია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობ­ლემად.
ორ­განიზაციის ორწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძ­­ლებ­
ლობის მქონე პირებს კვლავ უწევთ ბრძოლა როგორც გარემოს მისაწვდომობის,
ასევე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სერვისებით/მომსახურებით სხვა პირთა

1
2017 წლის ივნისი, PHR, „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად“

5
მსგავსად სარგებლობის კუთხით. პრობლემას ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების სიმცირეც, რაც ორმაგად ზრდის
PHR-ის როლსა და პასუხისმგებლობას დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში.

ანგარიში დაწერილია მარტივი და გასაგები ენით, რათა მისი წაკითხვა და


პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ როგორც იურისტებმა, ასევე იურიდიული გა­ნათ­
ლების არმქონე იმ პირებმა, ვისი უფლებების დაცვის საკითხსაც მოიცავს ანგარიში.

ანგარიში მეთოდოლოგიურად შედგენილია იმ რეალური საქმეების ანალი­­


ზის საფუძველზე, რომლებიც ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში, ანტიდისკ­
რიმინაციული კანონმდებლობის გამოყენების გზით აწარმოა. ანგარიშში განხილუ­
ლია როგორც საერთო სასამართლოებში არსებული საქმეები, ასევე საქმეები,
რომლებთან მიმართებითაც საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა დისკ­
რიმინაცია ან დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია. საქმეების შერჩევა მოხდა
პრობლემის სისტემურობიდან და მიღებული პოზიტიური შედეგის საზოგადოებაში
გავრცელების შესაძლებლობიდან გამომდინარე.

ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების სიმრავლის გამო, ასევე იმიტომ,


რომ ჩვენთვის უცნობია ბევრ საქმესთან მიმართებით თუ რა გადაწყვეტილებას
მიიღებს სასამართლო ან სახალხო დამცველი, საქმეების უმეტესობა ანგარიშში
ვერ მოხვდა. თუმცა, ანგარიშში მაინც განვიხილავთ რამდენიმე ისეთი საქმეს, რო­
მელთან დაკავშირებითაც არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ თავისი
პრეცედენტულობიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ
საჭიროებს ფართო მსჯელობას.

ანგარიშის ავტორები მადლიერებას გამოხატავენ თითოეული იმ ადამიანის


მი­მართ, რომლებმაც ავტორებს შესაძლებლობა მისცეს დოკუმენტში აღეწერათ
მათ მიმართ განხორციელებული უთანასწორო მოპყრობის შემთხვევები. წინამ­
დე­ბარე ანგარიშის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა დონორი ორგანიზაციის, „ღია
საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერის გარეშე, რომელიც უკვე მრავალი წე­­ლია
აქტიურად ზრუნავს დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აცილებისა და თა­
ნასწორობის უფლების რეალიზების საკითხებზე, ასევე ერთგულად აძლი­ე­რებს
სამოქალაქო საზოგადოებას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მი­მართუ­
ლებით.

6
დისკრიმინაციის საქმეების ზოგადი მიმოხილვა

წინამდებარე თავში, სტატისტიკური მონაცემების აღწერის მიზნით განხილულია სა-


ანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეები. ასევე კონკრე-
ტული საქმეების ჭრილში გაანალიზებულია, თუ რომელი სექტორი/დაწესებულება
გვევლინება უპირატესად მოპასუხედ სავარაუდო დისკრიმინაციის საჩივრებში.

სტატისტიკური მონაცემები

საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის იურისტებმა დისკრიმინაციასთან დაკავში­


რებით, 17 ახალი საქმე შეისწავლეს. ამასთან, ორგანიზაცია აგრძელებდა მუშაობას
წინა საანგარიშო პერიოდში დაწყებულ 11 საქმეზე. სულ ­ 28 საქმე. 12 შემთხვევაში
დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მიზნით ორგანიზაციამ განცხადებით
მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ხოლო 5 შემთხვევაში ­ საერთო
სასამართლოებს. წინა საანგარიშო პერიოდის საქმეებიდან 6 საქმეს განიხილავდა
სასამართლო, ხოლო 5 საქმეს ­ ომბუდსმენი. ნიშანდობლივია, რომ საანგარიშო
პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენდა ორგანიზაციის მიერ
ყველაზე ხშირად გამოყენებად მექანიზმს.

გასული ჯამში
წლის 28 საქმე
11 საქმე

საანგარიშო
პერიოდის
17საქმე

7
ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გამოყენება

11 საქმეს განიხილავს
11 სასამართლო
17 საქმეს განიხილავს სახალხო
დამცველი
17
ჯამში 28 საქმე

დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმოებაში არსებულ


საქმეთაგან 14 საქმეზე განმცხადებელს წარმოადგენს თავად PHR, ხოლო 3 საქმეზე
– ფიზიკური პირი.

ომბუდსმენისთვის განცხადებით მიმართვა

ფიზიკური პირი
18%

PHR
82%

PHR ფიზიკური პირი

დისკრიმინაციის ნიშანთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ 20 საქმესთან


მიმართებით დისკრიმინაციის დაცულ ნიშანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძ­
ლებლობა; 2 საქმეზე ­ ასაკი; 2 საქმეზე ­ ეთნიკური კუთვნილება; 1 საქმეზე ­ სქესი,
1 საქმეზე ­ ორსულობა; ხოლო 2 საქმეზე ­ ოჯახური მდგომარეობა.

8
4% 7%
4% 20 შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით
2 ასაკის ნიშნით
7%
2 ეთნიკური კუთვნილების ნიშნით
7% 1 სქესის ნიშნით
71%
1 ორსულობის ნიშნით
2 ოჯახური მდგომარეობის ნიშნით

დისკრიმინაციის ნიშანი

საანგარიშო პერიოდში მიმდინარე საქმეებიდან 4 საქმეზე სახალხო დამცველმა


დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობა და რეკომენდაციით მიმართა შესაბამის
დაწესებულებას, 2 საქმეზე სახალხო დამცველმა შეიმუშავა ზოგადი წინადადება,
ხოლო 1 საქმესთან მიმართებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა
თბილისის საქალაქო სასამართლოში. საგულისხმოა, რომ ომბუდსმენის მხრიდან
არც ერთ საქმესთან მიმართებით არ მომხდარა საქმის წარმოების შეწყვეტა. წინა
საანგარიშო პერიოდიდან მომდინარე 6 საქმიდან 3 საქმეში სასამართლომ არ
დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობა, რომელთაგანაც ერთი საქმის განხილვა
კვლავ გრძელდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ერთ საქმეზე ველოდებით
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, რათა მოხდეს მისი გასაჩივრება.

ომბუდსმენის მხრიდან საკითხის დისკრიმინაციულობის


შეფასების შედეგები

14% 4 საქმეზე რეკომენდაცია

2 საქმეზე ზოგადი
29% 57% წინადადება

1 საქმეზე სასამართლო
მეგობრის პოზიციის
წარდგენა

9
ცალკე უნდა გამოიყოს შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის
რეკომენდაციის გარეშე მიაღწია შედეგს2. ერთ­ერთ საქმესთან მიმართებით, რომე­
ლიც შეეხებოდა პატრულ ინსპექტორების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქ­
ვამების გამოყენებას, PHR­ის განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველმა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის
სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერა­
ლურ ინსპექციას მიმართა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ საპატ­
რულო პოლიციის თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შეუფარდა
შენიშვნა, ხოლო მეორის მიმართ გამოიყენა სარეკომენდაციო ბარათი.

დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირები

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის


თანახმად3 დისკრიმინაციის აკრძალვა თანაბრად ვრცელდება როგორც საჯარო
დაწესებულებებზე, ასევე კერძო სამართლის სუბიექტებზე. საანგარიშო პერიოდში
ნაწარმოები 28 საქმიდან, 6 შემთხვევაში დისკრიმინაციის სავარაუდო განმახორ­
ციელებელს წარმოადგენდა კერძო დაწესებულება (კერძო სამართლის იურიდიუ­
ლი პირი), 2 შემთხვევაში ­ ფიზიკური პირი, ხოლო 20 საქმესთან მიმართებით დისკ­
რიმინაციული მოპყრობა მომდინარეობდა საჯარო დაწესებულებათა მხრიდან.

სავარაუდო დისკრიმინაცია განხორცილედა

6 საქმე კერძო დაწესებულება – 6 საქმე

2 საქმე ფიზიკური პირი – 2 საქმე

20 საქმე
საჯარო დაწესებულება – 20 საქმე

2
https://phrgeorgia.wordpress.com/2017/07/11/phr­666666/
3
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3

10
საგულისხმოა, რომ მოპასუხე კერძო დაწესებულებათა რიგებში გვხვდებოდნენ
ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ლიბერთი ბანკი“ და ავიაკომპანია „ჯორ­
ჯიან ეარვეისი“.

სანოტარო მომსახურების სფერო აღმოჩნდა ერთ-ერთი მიმართულება, სა­


დაც მწვავედ დგას სერვისის მიღების პროცესში ნოტარიუსთა მხრიდან დისკრიმი­
ნაციული მოპყრობის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების პრობლემა. ფსიქოსოციალური საჭი­
რო­ების მქონე ორ პირს, ნოტარიუსმა უარი განუცხადა მომსახურების გაწევაზე,
იმ საფუძვლით, რომ „მარწმუნებელთა სახით წარმოდგენილნი იყვნენ აშკარა
ვი­ზუ­ალური, ფიზიკური და გამოხატული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები,
რომელთაც ახასიათებდათ სხეულის უნებლიე მოძრაობები, ვერ იმორჩილებდნენ
მიმიკურ კუნთებს და არაადეკვატურები იყვნენ»4. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციამ
კიდევ ერთ საქმეზე მიმართა საერთო სასამართლოებს ნოტარიუსთა მხრიდან
დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით. ნოტარიუსთა მხრიდან
დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია ორმაგად მნიშვნელოვანია, რამდენადაც
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნოტარიუსი ახორციელებს
სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას5.

დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხი პრობლემური აღმოჩნდა სკოლამდელი


აღზრდის საფეხურზეც. სკოლამდელი აღზრდის კერძო დაწესებულებამ შპს „ვან­­
დერ­ლენდ ფრესქულმა” ბავშვი ბაღიდან გარიცხა იმის გამო, რომ იგი იყო ჰიპერ­
აქტიური და სხვა ბავშვების მშობლები პრეტენზიას გამოთქვამდნენ აღნიშ­ნულთან
დაკავშირებით. დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევა გამოიკვეთა ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის N170 საბავშვო ბაგა-ბაღშიც.

ორგანიზაციის პრაქტიკაზე დაყრდნობით, საჯარო დაწესებულებებიდან ყვე­ლაზე


მეტი განცხადება/სარჩელი მიემართებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრ­თე­ლობი­სა
და სოციალური დაცვის სამინისტროს; სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრე­ფიკინ­­გის),
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმ­წიფო ფონდსა“ და
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აღნიშ­ნული და­წესებულებების მიმართ
ორგანიზაციას საქართველოს სახალხო დამცველ­თან­/საერთო სასამართლოებში
შეტანილი აქვს 3-3 განცხადება/სარჩელი. 2-2 განცხადება/სარჩელი მიემართებოდა
სსიპ „სოციალური მომსახურების საა­გენ­ტოს“; საქართველოს მთავრობას; იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს; ქ. თბილი­სის მუ­ნიციპალიტეტის საკრებულოს; შინაგან საქმეთა
სამინისტროს პატრულ-ინს­პექ­ტო­რებს. პუბლიკაციაში შეყვანილ საქმეებში, ასევე,
გამოიკვეთა დის­კ­რი­მინა­ციის შემ­თხ­ვევები სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა“ და თბილისის საქალაქო სასა­
მართლოს მხრიდან.

4
მოცემული ეტაპისთვის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში
5
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3, პუნქტი 1

11
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პუბლიკაციაში მი­
თი­თებული საქმეებიდან რამდენიმესთან მიმართებით არ არის საბოლოო გადა­
წყვტილება მიღებული და დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობა სრულად ეფუძ­
ნება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ ანალიზს და ორგანიზაციის შეფასებას.

ქვეყანაში არსებული დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები


წინამდებარე თავში მოკლედ განხილულია უფლების დაცვის ის სამართლებრი­
ვი მექანიზმები, რომლებიც თანასწორობის უფლების ხელყოფის შემთხვევაში შე­
იძ­ლება იყოს გამოყენებული. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შე­სახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თა­
ნ­ას­წორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორ­გა­ნოს
წარმოადგენს სახალხო დამცველი. ამასთან, კანონი, პირს, რომელიც თავს დის­
კრიმინაციის მსხვერპლად თვლის, აძლევს შესაძლებლობას სარჩელით მი­მართოს
სასამართლოს.

სახალხო დამცველი

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით6 დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და


თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხვედველობის უფლებამოსილება სა­ხალ­
ხო დამცველს აკისრია. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართ­
ველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია პირის განცხადებით ან საკუთარი
ინიციატივით შეისწავლოს დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტი და გამოსცეს შესა­
ბამისი რეკომენდაცია, შეიმუშაოს ზოგადი წინადადება და მიმართოს საერთო სა­
სამართლოებს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით.

სახალხო დამცველი განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა


ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად
მიიჩნევს7. ამგვარად, ერთ-ერთი საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც
სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს, უშუალოდ დისკრიმინაციის
მსხვერპლის წერილობითი განცხადებაა.

6
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 6, პუნქტი 1
7
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ა“

12
სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე აძლევს შესაძ­
ლებ­ლობას, მიაწოდონ ინფორმაცია დისკრიმინაციული პოლიტიკის ან დისკრი­მი­
ნაციული ფაქტის შესახებ. PHR აქტიურად იყენებს ამ შესაძლებლობას, რასაც მოწ­
მობს ორგანიზაციის სახელით ომბუდსმენთან შესული განცხადებების სიმრავლე.

განცხადებით მიმართვის შემდეგ, სახალხო დამცველი იწყებს საკითხის შეს­


წავლას. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ომბუდსმენი დისკრი­მინაციის
სავარაუდო განმახორციელებელს უგზავნის განცხადებას თანდართული დოკუ­
მენტებით და განუსაზღვრავს 10 დღიან ვადას თავისი პოზიციის წარმოსადგენად8.
კანონი ომბუდსმენს აძლევს შესაძლებლობას, თუ საჭიროდ მიიჩნევს, დანიშნოს
საქმის ზეპირი განხილვა9. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა დისკრიმინაციის
ფაქტი და დისკრიმინაციის შედეგები არ არის აღმოფხვრილი, სახალხო დამცველი
გამოსცემს რეკომენდაციას10 თანასწორობის აღდგენის მიზნით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვ­


რული უფლებამოსილების ფარგლებში11 ომბუდსმენს შესაძლებლობა აქვს საქართ­
ველოს საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს
სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით. იმის გათვალისწინებით,
რომ დისკრიმინაციის დავები შედარებით ახალია და საერთო სასამართლოების
მოსამართლეებს, შესაძლოა, არ გააჩნდეთ სათანადო ცოდნა დისკრიმინაციის და­
ვების სპეციფიკის შესახებ, ომბუდსმენის მხრიდან სასამართლო მეგობრის მოსაზ­რე­
ბის წარდგენა, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც საერთო სასამართლოების გა­ძლ ­ ­
იერების მნიშვნელოვანი მექანიზმი. მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მო­­საზ­რება
მნიშვნელოვანწილად ეხმარება დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლების დაც­ვის
პროცესში.

უკვე დასახელებული საკითხების გარდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ


სახალხო დამცველს, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა განუსაზღვრავს
მნიშვნელოვან მანდატს12, რომლის ფარგლებშიც, თუ საჯარო დაწესებულება
ნებაყოფლობით არ ასრულებს რეკომენდაციას, უფლებამოსილია, მიმართოს
სასამართლოს და მოითხოვოს მის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების
დავალდებულება.

8
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი 4
9
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი 3
10
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9
11
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი, მუხლი 21, ქვეპუნქტი „ე“
12
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 6, პუნქტი 2,
ქვეპუნქტი „ზ“

13
სასამართლო

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა13, სახალხო დამცველის გარდა, დისკ­


რიმინაციასთან ბრძოლის ფუნქციას აკისრებს სასამართლოს.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გარდა, დისკრიმინაციის დავებთან


დაკავშირებით ჩანაწერს ვხვდებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც, სადაც,
თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე თავი ეთმობა დისკრიმინაციის და­
ვების განხილვის სპეციფიკას.

კანონმდებლობის თანახმად14, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის


მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პი­­რის/
დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ  დისკრი­
მი­ნაცია განახორციელა და მოითხოვოს როგორც დისკრიმინაციული ქმე­დე­ბ­ის
შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, ასევე მორალური ან/და მატე­რია­
ლური ზიანის ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ სასამართლოსთვის მიმართვის
წინა­პირობას არ წარმოადგენს სახალხო დამცველისთვის მიმართვა.

სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადა შეადგენს 3 თვეს15. გასაჩივრების


ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირისთვის ცნობილი გახდა ან შე­
საძლებლობა ჰქონდა შეეტყო, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია.

გასაჩივრების ვადასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობით


გათვალისწინებული ვადა ხშირად არ არის საკმარისი, რომ დისკრიმინაციის მსხ­
ვერ­პლმა შეძლოს სათანადოდ მომზადება საქმის განხილვის დაწყებისთვის. დის­
კ­­­რი­მინაციის ცალკეულ საქმეებთან მიმართებით, შესაძლებელია, ერთადერთ
მტკი­ცებულებას სახალხო დამცველის რეკომენდაცია წარმოადგენდეს. სახალხო
დამ­ცველის გადატვირთულობიდან გამომდინარე კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია
მტკი­ცებულების სამთვიან ვადაში მოპოვება. მტკიცებულების არარსებობის პირო­ბებში
დისკრიმინაციის მსხვერპლს უწევს უარი თქვას თანასწორობის სასა­მართლოს გზით
აღდგენაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გადახედოს სასა­მართ­
ლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადის საკითხს.

13
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 10
14
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 3632
15
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 3632, , ნაწილი 2

14
მტკიცების ტვირთი

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი16


და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი17 პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელ მხარეს
ეკისრება მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის დავებში. საგულისხმოა, რომ ორივე
ნორმატიული აქტი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების იდენტურ სტანდარტს.
პირმა, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად თვლის, სასამართლოს/
სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები,
რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს
იძლევა, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი გადადის დისკრიმინაციის ჩამდენ პირზე,
რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ განუხორციელებია.

საანგარიშო პერიოდში ნაწარმოებ საქმეებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ,


რომ სახალხო დამცველი საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს მტკიცების ტვირ­
თის გადანაწილების კანონმდებლობით შემოთავაზებული სტანდარტით. საქმეზე
PHR ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ ომბუდსმენმა ისაუბრა
არა მხოლოდ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტზე, ასევე განმარტა,
თუ რას გულისხმობს დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი. სა­
ხალხო დამცველის რეკომენდაციაში18 ვკითხულობთ: „დისკრიმინაციის ყველა
ფორ­მის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თა­ნახმად,
მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველს წარმოეშობა დისკრიმინაციული ქმე­დების
გან­ხორციელების ვარაუდი, იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაციას ად­
გი­ლი არ ჰქონია, გადადის მოპასუხე მხარეზე. დისკრიმინაციული ქმედების გან­
ხორ­ციელების ვარაუდი ნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქ­
ტები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი რომელიმე აკრძალული ნიშ­ნის
საფუძველზე, დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას. მოპასუხე მხარეზე მტკი­
ცების ტვირთის გადატანა კი გულისხმობს, რომ მოპასუხემ სახალხო დამცველს
უნ­და წარმოუდგინოს ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც არის განსხვავებული
მოპყ­რობის ობიექტური და გონივრული გამართლება”.

16
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი 2
17
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 3633
18
http://ombudsman.ge/uploads/other/4/4762.pdf

15
პირდაპირი დისკრიმინაცია
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად19, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების
შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით
სარგებლობისას რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყე­
ნებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ
მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა
ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება
საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს,
აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის
მისაღწევად.

მიმდინარე საანგარიშო წელს ორგანიზაციის სამართლებრივ წარმოებაში


სხვადასხვა ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის არაერთი საქმე მოხვდა, რომელთა
შორისაც იყო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის
საქმეებიც. საქმეებს განიხილავდა როგორ სასამართლო, ასევე სახალხო დამცველის
ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი. მოცემულ თავში განვიხილავთ წარმატებით
დას­რულებულ რამდენიმე საქმეს, რომელიც თავისი მნიშვნელობიდან და პრე­ცე­
დენტულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, თანასწორობის უფლების დაცვის მიმარ­
თულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს წარმოადგენს. ამასთან, თითოეულ საქმესთან
მიმართებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული შეფასება, ნათლად წარმოაჩენს
სა­ხელმწიფოს მხრიდან არსებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ისეთ მოწყვლად
ჯგუფებთან მიმართებით, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები.

PHR ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ: სოცია­


ლური პროგრამით სარგებლობის უფლების დისკრიმინაციული შეზ­
ღუდვა

2017 წლის 5 აპრილს საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა


რეგისტრირებული კავშირმა PHR-ს მოაწოდა ინფორმაცია ჭიათურის მუნიცი­პა­
ლიტეტის სოციალური დახმარების პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის
ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის „ჭიათურის


მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წეს­ის

19
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, პუნქტი 2

16
დამტკიცების შესახებ“ #7 დადგენილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოცია­
ლური დახმარების გაცემა ხდებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტო­რი­აზე
რეგისტრირებულ მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებ­ლობის
მქონე უსინათლო პირებზე, კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველ­
საყოფად. შესაბამისად, იმ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში
და არ იყვნენ უსინათლონი, ეზღუდებოდათ აღნიშნული სოციალური დახმარებით
სარგებლობის უფლება.

2017 წლის 24 აპრილს ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა სახალხო დამც­


ველს და მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით ჭიათურის მუნიცი­
პალიტეტის საკრებულოსთვის რეკომენდაციის შემუშავება, რათა სოციალური დახ­
მა­რებით სარგებლობა თანაბრად შესაძლებელი გამხდარიყო ყველა მკვეთრად
გა­მოხა­ტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის.

დადგენილებით დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს


ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ეცნობა, რომ უსინათლო პი­
რებს უპირატესობა მიენიჭათ რამდენადაც ეს კატეგორია წარმოადგენდა მუნიცი­პა­­
ლიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებ­ლო­ბის
მქონე პირთა თითქმის მესამედს.

საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და


2017 წლის 25 სექტემბერს რეკომენდაციით მიმართა20 ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში ყურადღება გაამახვილა, რომ


სადაო დადგენილებით ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით
გარანტირებული ღირსების უფლების დარღვევა, რამდენადაც ადამიანის ღირსება
და პატივი მჭიდროდ უკავშირდება სათანადო ცხოვრების დონის არსებობას.
სახალხო დამცველმა ასევე მიუთითა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 28-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლითაც
გარანტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის
უფლება.

ომბუდსმენმა რეკომენდაციაში მკაცრად გაუსვა ხაზი, რომ ფინანსური რესურსების


ნაკლებობა ვერ გაამართლებს თანაბარ მდგომარეობაში მყოფ დაუცველ პირთა
ჯგუფში პრიორიტეტების გამოყოფას და განსხვავებულ მოპყრობას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

„აღსანიშნავია, რომ სოციალურ პროგრამაში ბენეფიციართა გათვალისწინების ან/

20
2017 წლის 25 სექტემბრის რეკომენდაცია „შეზღუდვის ფორმის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის
დადგენის თაობაზე“, საქართველოს სახალხო დამცველი, http://ombudsman.ge/uploads/other/4/4762.pdf

17
და გამორიცხვისას დაშვებულმა შეცდომებმა, რომელსაც ემატება საზოგადოების
მხრიდან ბენეფიციარების შერჩევისას გამოყენებული მეთოდოლოგიის აღქმის
სირთულე, შეუძლია შექმნას დაძაბულობა და კონფლიქტი საზოგადოების შიგნით,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების დაუცველ ჯგუფს არსებითად
მსგავსი სოციალური მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს. როდესაც ხდება სამიზნე
ჯგუფების განსაზღვრა, ფრთხილად უნდა შეირჩეს ბენეფიციარები და შეფასდეს
მიღებული გადაწყვეტილების გავლენა იმ ჯგუფზე, რომელიც პროგრამის მიღმა
რჩება. ამისათვის აუცილებელია, რომ ბენეფიციართა შერჩევის მეთოდები იყოს
ობიექტური, გამჭვირვალე და არ გამოიწვიოს გარკვეული დაუცველი ჯგუფის/
ჯგუფის ნაწილის სეგრეგაცია ან სტიგმატიზაცია.“

PHR იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სა­­


ხელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ წინა­ა ღმ­
დეგ: მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში დისკრიმინაციული მოპყ­
რო­ბ ის არსებობა

PHR სამართლებრივ წარმომადგენლობას უწევდა ააიპ „სიღნაღის რაიონის


სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირ - თემ ქედელს“ ბენეფიციარებისთვის
მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის განსაზღვრისა და მხარდამჭერის დანიშვნის
საკითხებში.

გ.გ. არის თემი ქედელის ბენეფიციარი, რომელიც წარსულში აღიარებული იყო


ქმედუუნარო პირად. აღსანიშნავია, რომ გ.გ. წარმოადგენდა თემის აქტიურ წევრს,
რომელიც სრულფასოვნად იყო ინტეგრირებული საზოგადოებაში და მუშაობდა
ადგილობრივ კაფეში. გ.გ.-სთვის მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით ქალაქ სიღნაღის
რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა სასამართლო წარმოება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის N56 განჩინების


საფუძველზე, გ.გ.-ს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩაუტარდა ფსიქოსოციალური ექსპერტიზა, რომლის
თანახმადაც მას მხარდამჭერი ესაჭიროებოდა გარკვეულ სფეროებში. აღნიშნულ
დასკვნას არ დაეთანხმა ორგანიზაცია, რამდენადაც, ორგანიზაციის მოსაზრებით,
ექსპერტიზის ჩატარებისას არ იყო გამოყენებული ინდივიდუალური მიდგომა და
ექსპერტიზის შეფასება არ ითვალისწინებდა გ.გ.-ს მაღალფუნქციურ შესაძლებლობებს.

ორგანიზაციის მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა ალტერნატიული


ექსპერტიზის ჩატარება, რამდენადაც ალტერნატიული შეფასების განხორციელებაზე
უარი განაცხადა ოცამდე პროფესიონალმა, მათ შორის ათმა ფსიქიატრმა.

18
ორგანიზაციის მოსაზრებით, ქვეყანაში ალტერნატიული ფსიქოსოციალური
ექსპერტიზის ჩატარების არარსებობა განაპირობებდა სახელმწიფოს მხრიდან
სისტემურ დისკრიმინაციულ მოპყრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანების მიმართ.

აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით PHR-მა განცხადებით მიმართა სა­


ხალხო დამცველს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს სახალხო დამცველმა
2017 წლის 21 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა დ სსიპ „ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ,
გამოსცა ზოგადი წინადადება21, რომლითაც მხარდამჭერის დანიშვნის არსებული
პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია.

ზოგად წინადადებაში, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის საჭიროებისადმი ერთნაირი,
შაბლონური მიდგომა არ არის გამართლებული. სასამართლოსა და ექსპერტიზის
ბიუროს მხრიდან პირის ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფა მხარდაჭერის
საკითხის განხილვისას, დაბრკოლებას უქმნის ყველა მცდელობას, რომ მოხდეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად
განხილვა, ხელს უწყობს დისკრიმინაციის წამახალისებელი, მასტიგმატიზებელი
გარემოსა და განწყობების ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვნად აფერხებს ამ პირთა
მიერ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობას.

სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში შეეხო სამართალსუბიექტობის საკითხსაც


და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ:
სამართალსუბიექტობა არის იმაზე მეტი, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილების
მიღება. საკუთარი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობა, რომელიც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ამა თუ იმ პირმა შეიძლება დაკარგოს ექსპერტიზის დასკვნის
შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნეგატიური ეფექტი შეიძლება
ჰქონდეს ადამიანის თვითშეფასებაზე. ამასთან, საზოგადოების თვალში ეს ადამიანები
შეიძლება გაქრნენ როგორც სრულფასოვანი პიროვნებები, აღნიშნული კი წარმოშობს
სტერეოტიპების ჩამოყალიბების, ობიექტივიზაციისა და სხვა ფორმით გარიყვის
რისკებს. ეს კი თავის მხრივ, ქმნის წინაპირობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა მიმართ ჩაგვრისა და უგულებელყოფის პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ინდივიდუალური


მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე და მისი გამოუყენებლობის უარყოფით
შედეგებზე. კერძოდ, მისი შეფასებით:

აუცილებელია, რომ როგორც ფსიქოსოციალური საჭიროების შესახებ ექსპერტიზის

21
2017 წლის 21 ივნისის ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ
ბრძოლის საკითხზე, საქართველოს სახალხო დამცველი, http://ombudsman.ge/uploads/other/4/4616.pdf

19
დასკვნაში, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში ნაჩვენები იყოს სავარაუდო
მხარდაჭერის მიმღები პირისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სასამართლომ
უნდა დაასაბუთოს, რომ სასამართლო, მხარდამჭერის დანიშვნისას, მხარდაჭერის
მიმღები პირის ფსიქოსოციალურ საჭიროებებს ემყარება და გადაწყვეტილებას
იღებს პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, წინააღმდეგ შემთხვევაში,
შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომ მხარდაჭერის მოდელის ნაცვლად მოხდება
ნების სრული ჩანაცვლების გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი
და გაუმართლებელი ჩარევა, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, მეორე მხრივ კი,
სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ
ვალდებულებებს.

დაბოლოს, სახალხო დამცველს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია რეფორმის


არსის მნიშვნელობაც. მისი განმარტებით:

მხარდაჭერის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარდაჭერის მიმღები პირი


გა­ხადოს მეტად თავდაჯერებული და განუვითაროს უნარები, რათა მომავალში,
სურვ­ილის შემთხვევაში, მათ ნაკლები მხარდაჭერა დასჭირდეთ. ამდენად, მხარ­
დაჭერის ინსტიტუტის სწორად გამოყენებას განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება შეზ­
ღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვა პირთა თანასწორად, უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

PHR განათლების სამინისტროს წინააღმდეგ: საარჩევნო მიზნებისთვის


რესურს-ოთახების გამოყენების დისკრიმინაციული პრაქტიკა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის


პროცესში, ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის რამდენიმე საჯარო
სკოლაში საარჩევნო უბნების განთავსება მოხდა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის გამოყოფილ რესურს-ოთახებში, რამაც
გამოიწვია ბავშვებისათვის ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების
შეზღუდვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ინფორმაციის სისწორისა და საკითხის მასშტაბურობის დადგენის მიზნით, PHR-


მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და ცენტრალური
საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო სკოლების რესურს-
ოთახებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,


რესურს-ოთახების გამოყენება საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის მიზნებისთვის

20
არ მომხდარა მხოლოდ ერთ სკოლაში და ის წარმოადგენდა სისტემურ პრობლემას.
კერძოდ, 2016 წელს საუბნო საარჩევნო კომისიები განთავსებული იყო საქართველოს
მასშტაბით 9 საჯარო სკოლაში. ამასთან, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიები რესურს-
ოთახებით სარგებლობდნენ ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც გამორიცხული
იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ მათი
გამოყენების შესაძლებლობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა სა­


ხალხო დამცველს და მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიების რესურს-ოთა­
ხებში განათავსების დისკრიმინაციულობის საკითხის შესწავლა. 2017 წლის 20
ივნისს ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს და მოუწოდა საჯარო სკოლებში არსებული რესურს-ოთახების საუბნო
საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის გამოყენების დისკრიმინაციული პრაქტიკის
აღმოფხვრა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში ამომწურავად ისაუბრა, თუ
რას ნიშნავს ხარისხიანი ინკლუზიური განათლება და რამდენად მნიშვნელოვანია
რესურს-ოთახებით შეუფერხებელი სარგებლობა ინკლუზიური განათლების მიღების
პროცესში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

რესურს-ოთახები იქმნება იმ პირთა დასახმარებლად, რომლებიც განიცდიან


გარკვეულ სირთულეებს სწავლის პროცესში. შშმ პირების საგანმანათლებლო
მიზნებისთვის ეს არის სივრცე, სადაც უნდა მოხდეს შშმ პირთა ინდივიდუალური (პი­
როვნული) და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის აუცილებელი
საგანმანათლებლო სტრატეგიების დაგეგმვა, განვითარება და უზრუნველყოფა.
ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს მხარდაჭერას, გონივრულ მისადაგებას,
ადრეული ჩარევის უზრუნველყოფას, იმგვარად, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს
თავისი პოტენციალის გამოვლენა. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, ყურადღება
მახვილდება მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მისწრაფებებზე და იგი არ არის
ორიენტირებული მხოლოდ სწავლის შინაარსზე. სწორედ, მსგავსი მიდგომის ერთ-
ერთი ელემენტია რესურს-ოთახი, რომლით სარგებლობაშიც ხელის შეშლა არღვევს
მოსწავლის უფლებას მიიღოს სრულფასოვანი განათლება შესაბამის გარემოში.

მითითებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ 2016


წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზე
სათანადო რეაგირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს
საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის რესურს-ოთახების გამოყენების
მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას.

21
ნ.კ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წინააღმდეგ: სკოლამ­
დელი აღზრდის და განათლების უფლების დისკრიმინაციული შეზ­
ღუდვა

ნ.კ. სკოლამდელი აღზრდის განათლების მიღების მიზნით ირიცხებოდა შპს


„Wonderland Preschool»-ის 2 წლის ასაკის აღსაზრდელთა ჯგუფში. 2018 წლის
იანვრის თვეში ბაღის ადმინისტრაციამ დაწესებულებიდან გარიცხა ნ.კ იმ საფუძვ­
ლით, რომ იგი არის აგრესიული, ზედმეტად აქტიური და არ შეუძლია ჯგუფში მუ­
შაობა. გარიცხვის დოკუმენტში აღინიშნა ისიც, რომ სხვა აღსაზრდელების მშობ­
ლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ნ.კ-ს ქმედებებთან დაკავშირებით.

შპს „Wonderland Preschool»-ის განმარტებით, ჯგუფური აქტივობის დროს,


ბავშვი აგრესიულ ქცევას ამჟღავნებდა, რაც გამოიხატებოდა სათამაშოს სხვა
ბავშვისათვის თავში ჩარტყმაში, სკამის მოქნევაში, დაკაწვრაში, კბენაში, თმების
მოქაჩვასა და ბავშვის წაქცევაში. მსგავსი ქცევების სიხშირე 10 წუთის განმავლობაში
3-4 ინციდენტს უტოლდებოდა.

საბავშვო ბაღიდან გარიცხვამდე, 2017 წლის ნოემბრის თვეში, ბაღის


დირექტორი და ფსიქოლოგი შეხვდნენ ნ.კ-ს მშობლებს და განუმარტეს, რომ
ფსიქოლოგის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვს ბაღი დროებით - ერთი ან ორი
თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა. მოგვიანებით, პოზიცია შეცვალეს და
მშობლებს შესთავაზეს, ბავშვის ნახევარ განაკვეთზე სიარული, რასაც მშობლები
არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ბავშვს თავისუფლად შეეძლო სრულ
განაკვეთზე დარჩენა.

აღნიშნული მოვლენების გამო, ნ.კ.-ს მშობლების მოთხოვნით, ორგანიზაციამ


სარჩელით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს დისკრიმინაციული
მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ამასთან, საკითხი შეისწავლა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 16 აპრილს გამოსცა რეკო­


მენდაცია22, რომლითაც დაადგინა, რომ შპს „Wonderland Preschool”-ის მხრიდან
ნ.კ გახდა ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბაღმა არ გადადგა სათანადო და აუცილებელი


ნაბიჯები მის მიერვე დასახელებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის
ნაცვლად, ბაღის ადმინისტრაციამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება
ბავშვის გარიცხვის შესახებ, რაც ვერ იქნება მიჩნეული გამართლებულად. მოპასუხე

22
2018 წლის 16 აპრილის რეკომენდაცია ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის
შესახებ; http://ombudsman.ge/uploads/other/5/5192.pdf

22
მხარემ ვერ წარმოადგინა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც განმცხადებლის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული
ქმედების განხორცილების ვარაუდს გააქარწყლებდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, მოპასუხე მხარე არ მოქმედებდა ბავშვის


საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის ბაღიდან გაშვება ვერ იქნება
მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესად, ვინაიდან გარიცხვამ შესაძლოა მძიმე
ტრავმა მიაყენოს აღსაზრდელის ფსიქიკას. გარდა ამისა, ჰიპერაქტიურობის გამო
ბავშვის ბაღიდან გარიცხვა, საგანგაშოა იმ მხრივაც, რომ ბავშვები, რომელთა ქცევის
მართვა შესაძლოა სხვა აღსაზრდელებთან შედარებით მეტ რესურსს მოითხოვდეს,
შესაძლოა დამატებითი ტვირთი იყოს და წარმოშობს საბავშვო ბაღის მხრიდან
ერთპიროვნული, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების მაღალ რისკს.“

აღნიშნული საქმის განხილვა მოცემული პერიოდისთვის მიმდინარეობს თბილისის


საქალაქო სასამართლოში.

დ.ხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ: სამართალდამცავთა


მხრიდან დისკრიმინაციული და არასათანადო მოპყრობა

ხსენებული საქმე ორგანიზაციას დეტალურად განხილული ჰქონდა გასული წლის


ანგარიშში, როგორც მიმდინარე საქმე. სამწუხაროდ, ვერც მიმდინარე საანგარიშო
პერიოდში დასრულდა საქმის განხილვა. მიუხედავად საქმის დაჩქარების არაერთი
მცდელობისა, მათ შორის, საქმის დაჩქარების მოთხოვნით მივმართეთ სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარესაც, მოცემული პერიოდისთვის კვლავ მოკლებულნი
ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა შეფასება
მისცა სასამართლომ პატრულ ინსპექტორების ქმედებას.

იმისთვის, რომ მკითხველს შევახსენოთ წინამდებარე საქმე, მოკლედ წარ­მო­


გიდგენთ საქმის ფაბულას.

დ.ხ. არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი,


რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გახდა დისკრიმი­
ნაციული, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. ავტო­
მაგისტრალზე მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილებისას, მას საპატრულო
პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ მიეცა ეტლით სარგებლობის, მანქანიდან
გადასვლისა და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა,
რის გამოც იგი იძულებული გახდა ბუნებრივი მოთხოვნილება მანქანაში დაეკმა­
ყოფილებინა.

23
ირიბი დისკრიმინაცია
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად23, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით
ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა
პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს
არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა,
როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა
და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და
გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო
გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

საანგარიშო პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრი­


მინაციის თაობაზე რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ როგორც საერთო
სასამართლოებს, ასევე სახალხო დამცველს, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ არცერთ
მათგანთან დაკავშირებით არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ, ქვემოთ
მოვიყვანთ საქმეებს, რომლებიც ჯერ ისევ სასამართლოს ან სახალხო დამცველის
წარმოებაშია.

მ.მ და ე.გ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ: მართლ­მ სა­ჯ უ­


ლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა

მ.მ და ე.გ.-ს რომლებიც არიან უსინათლო პირები, განზრახული ჰქონდათ


სასამართლოში სარჩელის შეტანა, საბანკო სფეროში უსინათლო პირებისათვის მომ­
სახურების შეზღუდვასა და სერვისის დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით.
მ.მ-სა და ე.გ-ს გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავად შეეტანათ სარჩელი სასამართლოში
საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, თუმცა, სარჩელის მომზადების ეტაპზე აღ­
მოჩნდა, რომ უსინათლო მოქალაქეებისთვის როგორც სასარჩელო, ისე სასა­მარ­
თ­ლოს დანარჩენი ოფიციალური ფორმების შევსება დიდ სირთულეებთან არის
დაკავშირებული, ვინაიდან ელექტრონული ფორმების გამოყენება უსინათლო პი­
რებისთვის ხელმისაწვდომი წამკითხველი პროგრამის დახმარებით შეუძლებელი
აღმოჩნდა - პროგრამას გაუჭირდა ფორმის წაკითხვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456


გადაწყვეტილებით დამტკიცებულია სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო
საჩივრების, შესაგებლის ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა დასაშვებია

23
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, პუნქტი 3

24
მხოლოდ მითითებული ფორმებით. თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ადაპტირებული
მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის, რაც შეუძლებელს ხდის მათი მხრიდან
დოკუმენტის გამოყენებას.

ამასთან, პრობლემის სიმწვავეს ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ ერთ-ერთი


მოსარჩელე არის იურისტი, რომელსაც, არსებული სადავო რეგულაციით, ეზღუდება
პროფესიული განვითარების უფლება. მსგავსი მიდგომის ფარგლებში, იგი ვერასოდეს
შეძლებს, გახდეს პრაქტიკოსი იურისტი და მისდევდეს საადვოკატო საქმიანობას,
რისი შესაძლებლობაც სრული მხედველობის მქონე იურისტებს აქვთ.

პრობლემის ნებაყოფლობით მოგვარების მიზნით, PHR-მა 2017 წლის 9 მარტს


განცხადებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა დისკრიმინაციული
მოპყრობის აღმოფხვრა. საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რე­
აგირების მიღმა დატოვა განცხადება, რის შემდეგაც 2017 წლის 1 მაისს ორგა­ნიზაციამ
სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ორგანიზაციის მოსაზრებით, სასარჩელო ფორმების არაადაპტირებულობიდან


გამომდინარე, უსინათლო პირებს დისკრიმინაციულად ეზღუდებათ მართლმსაჯულებაზე
ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ჩართვის უფლება. სასამართლოსთვის მიმართვისა და დამოუკიდებელ ცხოვრბაში
ჩართვის უფლებები წარმოადგენს იმ საყოველთაო უფლებებს, რომლებიც თანაბრად
უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის მიუხედავად მათი განმასხვავებელი
ნიშნისა. ამასთან, ერთ-ერთ მოსარჩელეს, რომელიც იურისტია, სადაო რეგულაციით
ეზღუდება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. საკითხის სიმწვავეს ხაზს
უსვამს იმ გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მუდმივად
ხდებიან სახლმწიფოს მხრიდან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, სადავო
რეგულაციით კი მათ ექმნებათ ხელოვნური ბარიერები უფლებების სასამართლოს
გზით დაცვის მიმართულებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და 2017


წლის 29 ივნისს არ დააკმაყოფილა სარჩელი. პუბლიკაციის მომზადების დროისთვის,
ორგანიზაციას არ ჩაბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც ჩვენთვის
უცნობია, თუ რა მოტივაციას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.
უნდა აღნიშნოს, რომ PHR დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე
გეგმავს ბრძოლის სააპელაციო წესით გაგრძელებას.

25
დ.კ ნოტარიუსის წინააღმდეგ: სანოტარო მომსახურების მიღების უფ­
ლების დისკრიმინაციული შეზღუდვა

დ.კ. არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც იმყოფება სა­


ხელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და ირიცხება სათემო ორგანიზაციაში. საგულისხმოა,
რომ იგი არასოდეს ყოფილა აღიარებული ქმედუუნარო პირად. ვინაიდან დ.კ-ს სო­
ციალური გასაცემლით სარგებლობის კუთხით ესაჭიროებოდა დახმარება, გადაწყვიტა
სათემო ორგანიზაციის თანამშრომლისთვის მიენიჭებინა მისი სახელით საპენსიო
საქმის წარმოებისა და ბანკთან ურთიერთობის უფლებამოსილება.

სათემო ორგანიზაციის თანამშრომლისთვის რწმუნებულების გაფორმების მიზნით,


დ.კ-მ 2017 წლის 19 მაისს მიმართა ერთ-ერთ ნოტარიუსს. სანოტარო ბიუროში ასევე
იმყოფებოდნენ დ.კ.-ს თანმხლები პირები. თანმხლებმა პირმა ნოტარიუსს განუმარტა,
რომ დ.კ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ იცოდა წერა-კითხვა.
მას შემდეგ, რაც ნოტარიუსისთვის ცნობილი გახდა, რომ დ.კ. იყო შეზღუდული შე­
საძლებლობის მქონე პირი, გადაწყვიტა შეკითხვების დასმის გზით შეეფასებინა მისი
ქმედობაუნარიანობა.

კითხვების დასმის შემდეგ, ნოტარიუსმა უარი განაცხადა სანოტარო მომსახურების


გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ შეკითხვებზე არაზუსტი პასუხის გაცემის გზით მან ეჭვი
შეიტანა დ.კ-ს ქმედობაუნარიანობაში. აღსანიშნავია, რომ დ.კ.-სთვის ნოტარიუსის
მხრიდან შეკითხვების დასმა მოხდა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული დ.კ-ს
ინდივიდუალური საჭიროებები, არ იქნა გამოყენებული მარტივი საკომუნიკაციო
ენა, რაც დაეხმარებოდა მას გარემოსთან ადაპტაციაში. ამასთან, ნოტარიუსის მიერ
დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა, თუ როდის და სად იყო დაბადებული დ.კ.
რელურად, ნოტარიუსს არ დაუსვამს არცერთი კითხვა ისეთი, რომელიც მიმართული
იქნებოდა დ.კ-ს ნების ნამდვილობის დადგენისკენ.

ნოტარიუსი ს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, PHR-


ის დახმარებით, დ.კ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ირიბი
დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

სანოტარო მომსახურების მიღების უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე


საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებაა, რომელიც თა­
ნაბრად გარანტირებულია ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის.
პირის ქმედობაუნარინობის შემოწმება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის ხედვას პირის ნების გამოვლენის თაობაზე.
არ შეიძლება ის დაემყაროს მხოლოდ სუბიექტურ აღქმას და მრავალჯერადად
გამოყენებულ პრაქტიკას.

ორგანიზაციის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ირიბი დისკ­


რიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ვინაიდან ნოტარიუსის მხრიდან

26
არ იქნა გათვალისწინებული დ.კ.-ს ინდივიდუალური საჭიროება და კითხვები არ
დაისვა მისი ინტელექტუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ნოტარიუსმა
დ.კ.-ს დაუსვა სტანდარტული შეკითხვები, რომელსაც დაუსვამდა ნებისმიერ სხვა
პირს, რომელსაც არ აქვს ინტელექტუალური შეზღუდვა. სადაო შემთხვევამ აჩვენა,
რომ ნოტარიუსებს აქვთ ერთიანი მიდგომა/პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლო­
ბის მქონე პირთა მომსახურების დროს, რომელიც გამორიცხავს ადაპტირებული
ფორმით ინფორმაციის მიწოდებას და მიღებას, კომუნიკაციის დამყარებას.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ იმგვარ შემთხვევებში, როდესაც ფსიქოსოციალური


საჭიროების მქონე პირი არ არის სასამართლოს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერის
მიმღებად, ის გარიგებაუნარიანი პირია და სარგებლობს იმგვარი ნების გამოვლენის
უფლებით, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, გახდეს კერძო-სამართლებრივ
ურთიერთობათა მონაწილე, სხვებთან თანასწორად და კანონის შესაბამისად. ნების
გამოვლენის ნამდვილობის განსაზღვრა, თუკი პირს აქვს გაცნობიერებული ნება
ამა თუ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევისა და გარეშე პირთათვის გასაგები
ფორმით ავლენს აღნიშნულ ნებას, არ უკავშირდება მენტალური ქმედუნარიანობის
სტატუსს, რადგან მსგავსი მიდგომა იქნებოდა დისკრიმინაციული ფსიქოსოციალური
საჭიროების მქონე პირებთან მიმართებაში და მოგვევლინებოდა „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის მიერ დამკვიდრებული და
საქართველოს კანონმდებლობით გაზიარებული ქმედუნარიანობის პოლიტიკის
აშკარა დარღვევად.

ამრიგად, სრულად ქმედუნარიანის სამართლებრივი სტატუსი, მინიჭებული


ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის მხარდამჭერის რეფორმის
ფარგლებში და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონ­
ვენციის მიერ დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, გულისხმობს მათ
აღიარებას გარიგებაუნარიან პირებად; გარიგებაუნარიანობა კი მოიაზრებს უფ­
ლებას იმგვარი ნების გამოვლენისთვის, რომელიც მიმართულია სამართლებრივი
ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ, ამიტომ ფსიქოსოციალური
საჭიროების მქონე პირთა მიერ გამოვლენილი ნება სამოქალაქო-სამართლებრივ
ურთიერთობაში შესვლისთვის, ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ლეგიტიმური და
კანონმდებლობით აღიარებულია მათთვის განსაზღვრული სრულად ქმედუნარია­­ნის
სამართლებრივი სტატუსი.

აღნიშნული საქმის განხილვა მოცემული პერიოდისთვის მიმდინარეობს თბილისის


საქალაქო სასამართლოში.

27
ს.ქ საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობის და სო­
ციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ: რეაბილიტაცია/აბი­ლი­
ტაციის პროგრამით სარგებლობის უფლების დისკრიმინაციული შეზ­
ღუდვა

ხსენებული საქმე, დ.ხ.-ს საქმის მსგავსად, ორგანიზაციას დეტალურად განხილული


ჰქონდა გასული წლის ანგარიშში, როგორც მიმდინარე საქმე. ვინაიდან არც მოცემულ
საქმესთან მიმართებით არ დასრულებულა საქმის განხილვა თბილისის საქალაქო
სასამართლოში, მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც იძულებულნი ვართ ღიად
დავტოვოთ საქმის დისკრიმინაციულობის საკითხი.

იმისთვის, რომ მკითხველს შევახსენოთ წინამდებარე საქმე, მოკლედ წარ­


მოგიდგენთ საქმის ფაბულას.

ს.ქ. არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი. ვინაიდან ქვეყანაში არ


არსებობს მის საჭიროებაზე მორგებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი,
მას უწევს საზოგადოებისგან განცალკევებით ცხოვრება. შესაბამისი სერვისის
არარსებობიდან გამომდინარე, ბავშვი ვერ იღებს მისთვის კანონმდებლობით გათ­
ვალისწინებულ სოციალურ მომსახურებას, რითიც ირღვევა მისი ფუნდამენტური
უფლება ჯანდაცვაზე, განათლებაზე, განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
ამასთან, არსებობს თვითდაზიანების, სუიციდისა და იძულებით ინსტიტუციონალიზაციის
მაღალი რისკი.

მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია


„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად24, მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან
მეტი ნიშნის გამო. იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს მრავალი ნიშნით დისკრიმინაციის
შემთხვევა, აუცილებელია, პირი ორი ან მეტი დაცული ნიშნით ერთობლივად გახდეს
დისკრიმინაციის მსხვერპლი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ორი ან მეტი დაცულის
ნიშნის მატარებელი, მაგრამ დისკრიმინაცია ეფუძნება მხოლოდ ერთ ნიშანს, მაშინ
შეუძლებელია ვისაუბროთ მრავალი ნიშნის არსებობაზე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მრავალი ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე


ორგანიზაციას წარმოებაში ჰქონდა ერთი საქმე. იმისათვის, რომ კარგად გამოვკვეთოთ
რამდენიმე ნიშნით დისკრიმინაციის არსი, მოცემულ თავში განვიხილავთ აღნიშნულ
საქმეს დისკრიმინაციის დაცული ნიშნების ჭრილში.

24
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, პუნქტი 4

28
PHR ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარა­ლ ე­
ბულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წინააღმ­დ ეგ:
მომსახურების მიწოდების პროცესში დისკრიმინაციული მოპყრობა

2017 წლის ნოემბრის თვეში ორგანიზაციის იურისტები სტუმრობდნენ დუშეთის


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო დაწესებულებას, მას­
ში მოთავსებულ პირებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღ­მო­
ჩენის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთმა ეტლით მოსარგებლე მა­მა­კაცმა
ორგანიზაციის იურისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას ჰიგიენური სა­კი­თ­ხების
მოგვარებაში ეხმარებიან ქალი მომვლელები, რაც მისთვის გარკვეულ უხერ­­­ხუ­
ლობასთან/უსიამოვნებასთან არის დაკავშირებული და მოითხოვა საკითხის მოგ­
ვარებაში დახმარება.

ორგანიზაციამ 2017 წლის 15 იანვარს განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს


და მოითხოვა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მხრიდან დისკრიმინაციული
მოპყრობის ფაქტის დადგენა და რეკომენდაციის გამოცემა, რათა მომხდარიყო
დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა.

ორგანიზაციის მოსაზრებით, ფონდის მხრიდან საკითხისადმი მსგავსი მიდგომა


არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პანსიონატში მცხოვრებ მამაკაცებს ქალებთან
შედარებით. ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, ჰიგიენურ საკითხებთან დაკავ­
შირებით, მომსახურებას უწევენ მათივე სქესის წარმომადგენლები.

საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორი დაცული


ნიშანი. პირველ დაცულ ნიშანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის არსებო­
ბა. სწორედ იმის გამო, რომ ინფორმაციის მომწოდებელი არის ეტლით მოსარგებ­
ლე და არ შეუძლია დამოუკიდებლად პირადი ჰიგიენის მოწესრიგება, საჭიროებს
მომვლელის დახმარებას. რომ არა ეტლით მოსარგებლეობა და შეზღუდული შე­
საძლებლობის არსებობა, მას არ დასჭირდებოდა სხვა პირის დახმარება. ხოლო,
რაც შეეხება მეორე დაცულ ნიშანს, მეორე ნიშანს წარმოადგენს სქესი/გენდერი,
რამდენადაც სწორედ გენდერული ასპექტი განაპირობებს იმავე სქესის მომვლელის
დასაქმების აუცილებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ეტლით მოსარგებლე იქნებოდა ქა­ლი,
იგი დახმარებას მიიღებდა მისივე სქესის წარმომადგენლისგან, რაც გამორიცხავდა
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის არსებობამ


და გენდერულმა ასპექტმა კუმულატიურად წარმოშვეს დისკრიმინაციული მოპყრობის
საფუძვლები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მრავალი ნიშნით დისკრიმინაციის
შემთხვევა.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს არ დაუსრულებია


საკითხის შესწავლა.

29
გონივრულ მისადაგებაზე უარი, როგორც დისკრიმინაციის ფორმა
გონივრული მისადაგების პრინციპზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება
უნდა გამახვილდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციაზე, რომელიც უარს გონივრულ მისადაგებაზე დისკრიმინაციის ერთ-ერთ
ფორმად ასახელებს25.

თვის მხრივ, კონვენცია კონკრეტულად განმარტავს, თუ რას გულისხმობს


გონივრული მისადაგება. კონვენციაში გონივრული მისადაგების დეფინიციის შესახებ
ვკითხულობთ:

„გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ


აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას,
რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების
ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას26.

კონვენციის აღნიშნული განმარტება მიემართება და მიზნად ისახავს შეზღუდული


შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას,
გარემოსა და ყველა ტიპის სერვისის სათანადო მოდიფიცირების გზით, რათა
ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცეს შესაძლებლობა თავისი
ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ჰქონდეს მისაწვდომობა გარკვეულ
სერვისებსა და სივრცეებზე.

კონვენცია საქართველოსთვის 2014 წლის 12 აპრილს შევიდა ძალაში, თუმცა,


კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, შიდა კანონმდებლობაში დღემდე
არ მომხდარა გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა, რაც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნის დაბრკოლებებს სასამართლოს მიმართონ ისეთ
საქმეებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციის
ამ სპეციფიკურ ფორმას.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობა უარს გონივრულ მისადაგებაზე


არ განიხილავს დისკრიმინაციის დამოუკიდებელ ფორმად და ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს უწევს მსჯელობა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის
ჭრილში, ორგანიზაციამ გადადგა თამამი ნაბიჯი და სასამართლოს მიმართა მო­
თხოვნით, დაედგინა გონივრულ მისადაგებაზე უარი, როგორც დისკრიმინაციის და­
მოუკიდებელი ფორმა.

ვინაიდან, საქმე მოცემული ეტაპისათვის სასამართლოს წარმოებაშია და ჩვენთვის


უცნობია, თუ რა მსვლელობა მიეცემა მას, ქვემოთ განვიხილავთ მხოლოდ საქმის ფაქ­
ტობრივ მოცემულობას და ამ ფაქტებისთვის ორგანიზაციის მიერ მიცემულ შეფასებას.

25
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხლი 2
26
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხლი 2

30
ნ.მ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ: განათ­
ლების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვა

ნ.მ. არის 14 წლის, ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე


პირი, რომელიც 2009 წლიდან ირიცხება თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
სკოლამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში
შეიცვალა შენობა, რომელიც მდებარეობს ნ.მ-ს სახლიდან მოშორებით, ამიტომ ნ.მ-ს
მშობელი ტრანსპორტის გარეშე ვერ ახერხებს ბავშვის სკოლაში ტარებას.

სკოლის მიერ გამოყოფილი იქნა ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს


მოსწავლეთა მიყვანას სკოლაში, თუმცა ის არ არის ადაპტირებული და ნ.მ ვერ სარ­
გებლობს აღნიშნულით. ნ.მ-ს კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ, ადაპტირებული
ტრანსპორტის გამოყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა სკოლას, რათა ბავშვს არ
შეზღუდვოდა განათლების მიღების უფლება. ასევე, 2017 წლის პირველ ნოემბერს ამავე
მოთხოვნით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მიუხედავად აღნიშნულისა, არც სკოლის და არც განათლების სამინისტროს მხრიდან,
ტრანსპორტის უზრუნველყოფის მიზნით რაიმე სახის ქმედება არ განხორციელებულა.

ვინაიდან ნ.მ რჩებოდა განათლების მიღების უფლების მიღმა, დედა იძულებული


გახდა დაეწერა განცხადება, დროებითი ღონისძიების სახით ნ.მ-ს შინ სწავლების
პროგ­რამაში ჩართვის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ აკმა­
ყო­ფილებდა აღნიშნული ფორმით სწავლის გაგრძელებისათვის კანონით გათ­ვა­
ლისწინებულ კრიტერიუმებს.

სკოლისა და განათლების სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის


დადგენის მოთხოვნით, PHR-მა სარჩელით მიმართა თელავის საქალაქო სა­სა­
მართლოს.

ორგანიზაციის პოზიციით, განათლების უფლება გარანტირებულია არაერთი საერ­


თაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი აქტით. განათლების უფლება არ გულისხმობს
მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას, არამედ მოიცავს სოციალურ ინკლუზიასაც.
სა­ხელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების
საზოგადოებაში ინტეგრირება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებშია დასაშვები შინ სწავლების ფორმით სწავლის გაგრძელება და აღ­
ნიშნული არ უნდა იქნეს აღქმული განათლების მიწოდების ალტერნატიულ გზად მაშინ,
როდესაც სკოლა და განათლების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ადაპტირებული
გარემოს შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის.

ორგანიზაციის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს უარი


გონივრულ მისადაგებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
გაეროს კომიტეტის განმარტების თანახმად, როდესაც პირს აქვს განსაკუთრებული

31
საჭიროებები და მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის
მისაწვდომობის სტანდარტი, უნდა მოხდეს გონივრული მისადაგების პრინციპის
გამოყენება. აღნიშნული პრინციპის განხორციელების პირდაპირი ვალდებულება
აქვთ სახელმწიფოებს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს გაუმართლებელ ტვირთს/
სიძნელეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობის მისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნა


მოსწავლეებისათვის ტრანსპორტის დანიშვნის გზით, ნ.მ.-სთვის, მისი შეზღუდვიდან
გამომდინარე, ეს მომსახურება არ იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულიდან გამომ­
დი­ნარე, მიგვაჩნია, რომ სახეზეა უარი გონივრულ მისადაგებაზე. წინააღმდეგ შემ­
თხვევაში, სკოლას, ზოგადი სტანდარტისგან განსხვავებით, მოსარჩელისათვის უნდა
შე­ეთავაზებინა მასზე მორგებული, მისი საჭიროებების შესაბამისი მომსახურება,
რაც უნდა გამოხატულიყო ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფაში, ვი­
ნაიდან უბრალოდ ტრანსპორტის გამოყოფით ვერ იქნა დაკმაყოფილებული მისი
გან­საკუთრებული საჭიროებები და ნ.მ. აღმოჩნდა უთანასწორო მდგომარეობაში
სკოლის სხვა მოსწავლეებთან მიმართებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამგვა­
რი ტრანსპორტის გამოყოფა არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული გან­
საკუთრებულ ხარჯებთან.

აღნიშნული საქმის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს თელავის რაიონულ სა­


სამართლოში.

32
დასკვნა
როგორც განხილულმა საქმეებმა ცხადყო, ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელო
მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხით. გახშირებული დისკრიმინაციის
ფაქტები ნათლად მიანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან, დისკრიმინაციული პრაქტიკის
მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

სასამართლოს მიერ საქმეთა გაჭიანურების პრაქტიკა მნიშვნელოვანწილად


აფერხებს უფლების დაცვის პროცესს. გაჭიანურებული მართლმსაჯულება,
შესაძლებელია გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლთა მხრიდან მნიშვნელოვანი
ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.
მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები
პრობლემის მოგვარების კუთხით, რაც შესაძლებელია გამოიხატოს მოსამართლეთა
რაოდენობის გაზრდაში. სასამართლო კორპუსის გადატვირთულობის მომიზეზებით,
დაუშვებელია შეფერხდეს საქმის განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე
გვაქვს მოწყვლად ჯგუფებთან, რომელთათვისაც დისკრიმინაციული გარემო
ყოველდღიურობის ნაწილია.

სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გადა­


წყვეტილების მხარდაჭერის (ქმედუნარიანობის) სისტემის რეფორმის წარმატებით
განხორციელების საკითხი. სასამართლოსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მხრიდან, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ, ინდივიდუალური
მიდგომის გამოყენების უგულებელყოფა, ერთი მხრივ, აფერხებს სამედიცინო მო­
დელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ
წარმოშობს რისკებს, რომ მხარდაჭერის მოდელის ნაცვლად კვლავ მოხდება ნე­
ბის სრული ჩანაცვლების პრაქტიკის გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში
მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ დრომდე არ მომხდარა საქართველოს


კანონმდებლობის ჰარმონიზება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. კანონმდებლობაში
ჯერ კიდევ არ არსებობს გონივრული მისადაგების პრინციპი, რომელიც კონვენციის
თანახმად, წარმოადგენს დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას. გონივრული მისა­და­
გების არარსებობის პირობებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხდებ­
იან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ეს კი იწვევს როგორც განათლების
მიღების შეფერხებას, ასევე სხვადასხვა სერვისით სარგებლობის შეზღუდვას, რაც
უარყოფითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ხელს უშლის
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ინკლუზიას.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის არსებობდეს კოორ­

33
დინირებული მუშაობა დისკრიმინაციული პოლიტიკის პრევენციის მიმართუ­ლებით.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებმა/სასამართლოს გადაწყვეტილებებმა,
სასურველია, გავლენა იქონიოს სახელმწიფო პოლიტიკაზე, მათ შორის ადგილობრივი
თვითმმართველობის დონეზეც. ცალკეულ სახელმწიფო/მუნიციპალურ სერვისთან
მიმართებით გამოვლენილი დისკრიმინაციული მოპყრობა გათვალისწინებული და
ნებაყოფლობით აღმოფხვრილი უნდა იყოს სხვა უწყებებისა თუ მუნიციპალიტეტების
მხრიდან. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება მიღწეული შედეგების სწრაფი და
ეფექტური გავრცელება ქვეყნის მასშტაბით.

დაბოლოს, დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს სახალხო დამცველის


თანასწორობის ორგანოს საქმიანობა. ორგანიზაციის პრაქტიკაზე დაყრდნობით
შეიძლება ითქვას, რომ ომბუდსმენი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო
პარტნიორს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში.
საანგარიშო პერიოდში, ომბუდსმენის მიერ შემუშავებულ არაერთ რეკომენდაციაში/
ზოგად წინადადებაში მკაცრად გაკრიტიკა სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა
და მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა როგორც ცალკეულ უფლებებთან, ასევე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ამ უფლებებით სარგებლობის
მნიშვნელობის კუთხით. სწორედ, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურად
მუშაობის საკითხი აჩენს პოზიტიურ მოლოდინს დისკრიმინაციული პოლიტიკის
აღმოფხვრისა და თანასწორობის გარანტირებულობის მიმართულებით.

34
რეკომენდაციები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანასწორობის უზრუნველ­
საყოფად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, საჭიროა ცვლილებების გან­
ხორციელება შემდეგი მიმართულებით:

●● საქართველოს პარლამენტმა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის


შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც დისკ­რი­მი­
ნაციის საქმეებზე გაზრდის სასამართლოსადმი მიმართვის ვადას;

●● საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის


შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც,
„გონივრული მისადაგების“ პრინციპის გამოყენება განისაზღვრება, როგორც
ვალდებულება, ხოლო მისი გამოუყენებლობა შეფასდება, როგორც დისკრიმინა­
ცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე;

●● ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სოციალური პროგრამებით


მოსარგებლეთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავებისას
იხელმძღვანელონ თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით;

●● სასამართლოს გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების სა­


კითხის მოგვარების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაზარდოს მოსა­
მართლეთა რაოდენობა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში;

●● საერთო სასამართლოებისა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან პირის


ფსიქო-სოციალური საჭიროების შეფასებისას, მოხდეს ინდივიდუალური მიდგომის
გამოყენება;

●● იუსტიციის საბჭოს მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას, შეზღუდული შესაძლებლობის


მქონე პირებისათვის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ეფექ­
ტური ღონისძიებების გატარება;

●● სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა საგანმანათლებლო მომსახურების


გან­ხორციელების პროცესში იხელმძღვანელონ თანასწორობისა და ბავშვის სა­
უკეთესო ინტერესის უპირატესობის პრინციპების დაცვით;

●● სახელმწიფომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ მოხდეს საგან­მა­


ნათლებლო დაწესებულებებში გარემოს გონივრული მისადაგება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე;

●● საქართველოს აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ უზრუნველ­


ყოს მათ მმართველობასა და სისტემაში დასაქმებული პირებისთვის საინფორმაციო

35
სემინარების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა
და სახელმწიფოს შემხვედრი ვალდებულებების შესახებ;

●● მნიშვნელოვანია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის


მქო­ნე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკი­დე­
ბულებების შესაცვლელად;

36

Vous aimerez peut-être aussi