Vous êtes sur la page 1sur 2

კაპიტალიზმის რაციონალობა (კასტორიადისი)

1. კაპიტალიზმი პირველი სოციო-ეკონომიკური რეჟიმია, რომელმაც შეძლო ეწარმოებინა იდეოლოგია, რომლის


მიხედვითაც იგი გაფორმდებოდა, როგორც „რაციონალური“. ყველა სხვა აქამდე არსებული ინსტიტუცია (ამ
უკანასკნელი სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით) ლეგიტიმაციის წყაროს ეძებდა მითოსურ, რელიგიურ ან სხვა ტიპის
ტრადიციულ წარმოდგენებში. კაპიტალიზმის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ლეგიტიმაციის „რაციონალურ“ მოდელთან.
რასაკვირველია, საგანთა წესრიგის ასეთი მოწყობა, თვითონ კაპიტალიზმის მიერვეა კონსტიტუირებული.
2. ლეგიტიმაციის წყაროების ვებერიანული თეორია
3. რას გულისხმობს თავის თავში „რაციონალობის“ პრინციპი? გონების პრინციპთან თანხვედრაში არსებული. შეკითხვა
იმის შესახებ არსებობს თუ არა უნივერსალური რაციონალობა ერთ-ერთი საფუძველმდებარე კითხვაა ზოგადად
ევროპული აზროვნების ისტორიაში.
4. ჰეგელის მიხედვით გონება დასახული მიზნის განხორციელების ხელშემწყობი აპარატია. ამდენად გონიერის თუ
გონების ის კონცეფცია, რომელიც კაპიტალიზმმა საკუთარი სისტემური ლოგიკის ამოსავალ წერტილად დაიდგინა
მიზნის განხორციელებაზე ორიენტირებულ რაციონალობას წარმოადგენს. ის, რასაც მაქს ვებერი მიზანრაციონალობას
(Zweckrationalität) ეძახის.
5. კაპიტალისტური იდეოლოგია პრეტენზიას აცხადებს, რომ ფილანტროპია არც მისთვისაა უცხო, რომ „რაციონალობის“
ის მოდელი, რომელსაც იგი რეპრეზენტირებს საყოველთაო კეთილდღეობისა და საკაცობრიო მშვიდობის იდეალებზე
დგას. პრობლემა ისაა, რომ კაპიტალიზმი მის მიერვე არტიკულირებულ კეთილდღეობას ეკონომიკური მაქსიმუმის ან
ოპტიმალურის პრინციპთან აიგივებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, მას რაციონალობა პირდაპირ თუ ირიბად
ეკონომიკურ რაციონალობამდე დაჰყავს, ეს უკანასკნელი კი მთლიანად მაქსიმიზაცია/მინიმიზაციის საკოორდინატო
სიბრტყეზეა მოცემული. (საქონლის მაქსიმიზაცია, ხარჯების მინიმიზაცია; ამ ორის მნიშვნელობასაც თვითონ
განმარტავს.)
6. ყოველი საზოგადოება თავის კულტურულ მოცემულობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონსტრუირებს
ინსტიტუტებს და ლეგიტიმაციის არხებს (სიმბოლოები, აღქმები, ღირებულებები, სოციალური დისპოზიციები)
7. საბოლოო ჯამში, ყოველი საზოგადოება, როგორც ცალკეული კულტურული მატრიცის ოპერატორი, თვითონვე,
იმანენტურად გამოიმუშავებს გარემოსთან ადაპტირების, აფირმაციისა და უარყოფის ნიშნულებს.
8. (1) კაპიტალისტური ინსტიტუციის სპეციფიკურობა და მისი სოციო-ისტორიული ფარდობითობა;
9. კაპიტალიზმის „რაციონალობის“ მიხედვით ყოველი ცალკეული მოქმედება (ადამიანური ქმედება) მათი მიზნები და
შედეგები მოიაზრება, როგორც ეკონომიკური მოქმედება. ქმედება ხასიათდება და ფასდება მისი ეკონომიკური
პროდუქტიულობის განზომილებიდან. (არსებულის მონეტარიზაცია)
10. მარქსი ჩასწვდა კაპიტალიზმის ფუნდამენტურ დეტერმინანტს, როდესაც იგი დაახასიათა, როგორც საწარმოო ძალების
აკუმულაცია, წარმოებისა და შრომის პროცესების სისტემურ ტრანსფორმაციასთან ერთად. მარქსთან ამ რეალობას
„საწარმოო პროცესში მეცნიერების რაციონალური გამოყენება“ ეწოდება. აქ საქმე გვაქვს არა უბრალოდ
დაგროვებასთან, როგორც ასეთთან (კაპიტალის), არამედ წარმოების პროცესის მუდმივ ტრანსფორმაციასთან, ზრდად
შედეგებზე ყოველწამიერი სწორებით, რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს ხარჯების შემცირება. სწორედ ამ
პროცესს ეძახდა ვებერი რაციონალიზაციას, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში სოციალური ცხოვრების ყველა
სფეროში იჭრება.
11. კაპიტალიზმის ისტორიული კონსოლიდაციის ძირითადი მიზეზები:
(1) უპრეცენდენტო აჩქარება ტექნოლოგიურ პროგრესში, რაც ისტორიულად შედარებით ახალი ფენომენია. ამ
აჩქარებას ხელი შეუწყო სამეცნიერო აღმოჩენების მთელმა სერიამ, რომელიც რენესანსამდელ პერიოდში იწყება,
მაგრამ რომელიც თავის ისტორიულ მნიშვნელობას სწორედ რენესანსთან ერთად იძენს. ჩვენს
თანამედროვეობაში მეცნიერება უკვე ტექნომეცნიერების ენით ლაპარაკობს. მისი ფუნდამენტური მიზანია
ადამიანის როლის მაქსიმალურად შემცირება წარმოების პროცესში. ეს მოტივი გასაგებიცაა კაპიტალიზმის
პირობებში, რადგან ადამიანი ყველაზე რთულად დასაქვემდებარებელი ელემენტია სამყაროსი. (ამავე ლოგიკას
მივყავართ სხვა ირაციონალურობებამდე. მაგალითისთვის, ტექნიკური სისტემების გაუმართაობამ შესაძლოა
კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს)
(2) თანამედროვე სახელმწიფოს დაბადება და კონსოლიდაცია. დასავლეთ ევროპაში კაპიტალიზმის განვითარება
აბსოლუტისტური სახელმწიფოს წარმოქმნის გვერდიგვერდ მიმდინარეობდა, რამაც თავის მხრივ კაპიტალიზმის
განვითარებას რიგი გარემოებებით შეუწყო ხელი. ამ ცენტრალიზებულმა სახელმწიფომ მალევე განიცადა
ბიუროკრატიზაცია. მეტ-ნაკლებად კარგად ორგანიზებულმა ბიუროკრატიულმა იერარქიამ ფეოდალური ეპოქის
ქაოსური სოციალური მოწყობა ჩაანაცვლა. სახელმწიფოსა და არმიის ბიუროკრატიზაციამ კაპიტალიზმის
სამეწარმეო სულისკვეთების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
(3) ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევებში (ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია) თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა
დაემთხვა თანამედროვე ერების შექმნის პროცესს. ამგვარად, თანამედროვე სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როგორც
ეროვნული სივრცე, სფერო, რომელიც როგორც ეკონომიკური პერსპექტივიდან (ეროვნული და კოლონიების
ბაზრის დაცვა) ასევე სამართლებრივი პერსპექტივიდანაც (წესებისა და ზოგადად იურისდიქციის
კონსოლიდაცია) არსებითი იყო კაპიტალიზმის განვითარებისთვის.
(4) ერთგვარი ისტორიულ-ანთროპოლოგიური ტრანსმუტაცია. ავად თუ კარგად ინდივიდის ქცევით
სისტემაში/ლექსიკონში ეკონომიკურმა მოტივაციამ ყველა დანარჩენი გადაწონა. ადამიანი იქვა ჰომო
ოეკონომიკუსად. ხანგრძლივობა გაზომვადმა დრომ შთანთქა. დაანგარიშებადობა და გაზომვადობა პროფესიების
შერჩევის დროს მთავარ კრიტერიუმად იქცა. ამავდროულად ჩამოყალიბება დაიწყო მუშათა კლასის
ფსიქოსოციოლოგიამ, რაც ყველაფერ სხვამდე სოლიდარობის ფენომენის ისტორიულის სცენაზე გამოსვლაში
გამოიხატა. მუშათა კლასი გაფორმდა, როგორც დომინანტური ან თუ გნებავთ ჰეგემონური კაპიტალისტური
წესრიგის ოპოზიცია, მისი ბრალეული ცნობიერება და იქვე, სოციალური კონფლიქტის მაწარმოებელი.
(5) სიმართე რომ ითქვას, კაპიტალიზმი დაიბადა და განვითარდა საზოგადოებაში, სადაც კონფლიქტი და უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ, შეკითხვის დასმა ან არსებული წესრიგის დაკითხვა თავიდანვე სისტემის ელემენტი იყო.
არსებულის კრიტიკულად გააზრების მოტივი და პირობა ერთგვარ გადაძახილს წარმოადგენდა ავტონომიის
ანტიკურ ტრადიციასთან, რომელიც მალევე ითარგმნა დემოკრატიის გათანამედროვებულ მოდელში. ამ
პირველადი წინააღმდეგობის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი და გაუგებარი ხდება კაპიტალიზმის
ევოლუცია.
ვულგარული აპოლოგეტიკა ვზ კრიტიკა
12. ჰომო ოეკონომიკუსის, ამ ახალი ანთროპოლოგიური ტიპის დეკონსტრუქცია: კაპიტალიზმი საკუთარ
ანთროპოლოგიას ქმნის იმის შესახებ თუ როგორია ადამიანი. ჰომო ოეკონომიკუსის მოდელი სარგებლის მუდმივ
მაქსიმიზაციაზე და დანაკარგების პერმანენტულ მინიმიზაციაზე ორიენტირებული ქცევათა ნაკრების მქონე
მოდელია, რომელიც ყოველთვის რაციონალურად, ანუ არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე ოპტიმალურის
მიხედვით მოქმედებს. სუბიექტის აბსოლუტური მათემატიზაციის/რაციონალიზაციის კაპიტალისტური პოსტულატი,
სამყაროს აღიქვამს დათვლადის პრიზმიდან. ამ კონცეფციის მიხედვით არ არსებობს არსებულის სფერო/რეგიონი,
რომელიც არ შეიძლება იქნას დაანგარიშებული, გაზომილი, გამოთვლილი, წინასწარ პროგნოზირებული და ა.შ.
აბსოლუტური სიცხადის სამეფო. ეს ყველაფერი ამ მოდელის ადეპტი თეორეტიკოსების ტექსტებშიც ჩანს, რომლებიც
სავსეა მათემატიზებული ფორმულებით ადამიანთა ქცევის შესახებ.
რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სისტემაში ბევრი მეტ-ნაკლებად ფიქსირებული კოორდინატია, მაგალითად, ის რომ თუკი
მოთხოვნა საქონელზე იზრდება მეტ-ნაკლებად ფიქსირებულ მიწოდებასთან მიმართებაში, საქონლის ფასი აიწევს -
კლასიკური პოლიტ. ეკონომიის ფუნდამენტური პოსტულატი. მაგრად შეცდომისთვის იქნება განწირული ყველა ის
მცდელობა, რომელიც შეეცდება მათემატიკურად გაზომოს ამ ცვლილების ინდექსი, რადგან ეს ცვლილება
განპირობებულია ისეთი ფაქტორებითაც, რომელთა გამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია.
13. კაპიტალიზმის დოგმატური სისტემა, რომლის ცენტრშიც დგას დაშვება სრულყოფილი კონკურენციის კონცეფციის
შესახებ, რეალობაში არ მუშაობს. ეს უკანასკნელი თავის თავში გულისხმობს საბაზრო ურთიერთობების იმგვარად
ორგანიზებას, სადაც საბაზრო სუბიექტები, შრომითი ურთიერთობები, ფასები და სხვა გარე თუ შიდა ფაქტორები
ერთმანეთთან ჰარმონიულად სინთეზირებს, ე.წ. იდეალური წონასწორობის (ეკვილიბრიუმის) მოდელი.
14. ბაზარი კაპიტალიზმის პირობებში მისი სტრუქტურული თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ იქნება იდეალური
წონასწორობის ადგილი. მსხვილი კაპიტალის ირგვლივ შექმნილი კოალიციები, ინფორმაციული ასიმეტრიები,
კულტურის ინდუსტრიის მძლავრი მანქანის მიერ მომხმარებლის მანიპულაცია, შრომითი ძალის პირდაპირი თუ
შენიღბული ჩაგვრა, ოლიგოპოლიები და მონოპოლიები და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორი ბაზარს დეფექტურ
სისტემად აქცევს.

დელიოზი
15. ერი-სახელმწიფოს ფორმის შიგნით, სახელმწიფო კაპიტალისტური აქსიომატიკის რეალიზების ოპერატორად იქცევა.